ჩემთვის ეს დიდი პატივია - მესი 750-ე მატჩზე

ჩემთვის ეს დიდი პატივია - მესი 750-ე მატჩზე

"ბარსელონას" კაპიტნისთვის, ლიონელ მესისთვის, "უესკასთან" მატჩი (1-0) "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით საიუბილეო 750-ე აღმოჩნდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არგენტინელი ათიანი Sport-თან აცხადებს:

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ამ რაოდენობის მატჩები ჩავატარე".

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ლეგენდარულმა ჩავი ერნანდესმა ჩაატარა, რომელიც კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა (767). არგენტინელი ესპანელს დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონშივე გაასწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 6 იანვარი 2021 02:23
    0
    ციტატა: Griezzy7
    წარმოიდგინეთ ესეთი გუნდი laughing

    მწვრთნელი -ხავი
    თანაშემწე - ინიესტა
    სპორტული დირექტორი - პუიოლი
    პრეზიდენტი - ლაპორტა

    ფეხბურთელები ყველა თავის კარგ ფორმაში!

    ჰოლანდი
    ფატი-მესი-დემბელე
    დე იონგი-პიანიჩი
    ანხელინო-არაუხო-უპამეკანო-დესტი
    ტერ შტეგენი

    პედრი და მინგესა რატომ გააქრე?
    Culé [?]
    #5 6 იანვარი 2021 00:11
    1
    იმედია კიდევ ბევრჯერ გიხილავთ ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურში გამოწყობილს მეფეო❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #4 5 იანვარი 2021 22:32
    2
    იმედია კიდევ დიდხანს გაგვახარებ ამ კლუბის მაისურით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 იანვარი 2021 22:17
    1
    ჩავის, რომ გაასწრებს ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ გოლების შეყრა უნდა დაიწყო ლეო
    Culé [?]
    #2 5 იანვარი 2021 21:45
    4
    საუკეთესო. ნომერ პირველი. თავმდაბალი. ყველაზე საუკეთესო.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 იანვარი 2021 21:37
    3
    აუუ როგორ გამიტყდა გოლი რო ვერ გაიტანე უესკასთან მეტი გოლი გვინდა ლომო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued