“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი კატალონიურ კლუბს ძალიან მალე მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდება.
ახლა კი გავიხსენოთ, რას ამბობდა კატალონიელი სპეციალისტი 2018 წელს Se Foot-თან ჩაწერილ ინტერვიუში:
საჭიროა, თამაში აზროვნებით გააუმჯობესო და ტალანტს დაეყრდნო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. მაგრამ დღეს, სავარჯიშო სესიების 60% ფიზიკურ ასპექტს ეთმობა, 40% კი – ტექნიკურ ნაწილს. სხვანაირად თუ ვიტყვით, თამაშის გაშიფვრას 0% უკავია.
მოედანზე მხოლოდ მოტივაციის ხარჯზე ვერ გახვალ. რა თქმა უნდა, ეს გეხმარება, თუმცა, სხვა საკითხებიც მნიშვნელოვანია. ფეხბურთში მთავარი რამ მომავლზე მუშაობაა.
ფეხბურთი ის სპორტია, რომელშიც უნდა დააკვირდე, ირგვლივ რა ხდება, რათა საუკეთესო გამოსავალი იპოვო. თუ დროსა და სივრცეს ვერ აცნობიერებ და არ ფიქრობ, ყველაფერი რთულდება.
რა წყვეტს მატჩის ბედს თანამედროვე ფეხბურთში? ტალანტი. ამით აკონტროლებ, რასაც შენ და სხვები აკეთებენ, რადგან ტვინით თამაშობ და არა მხოლოდ ფეხით.
უსეინ ბოლტი ძალიან მიყვარს, ის შესანიშნავი ათლეტია. ფიზიკურად იამაიკელს ვერავინ შეედრება და არავის შეუძლია მასზე სწრაფად ირბინოს. თუმცა, მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა, ის საფეხბურთო მოედანზე მატჩის ბედს ვერასდროს გადაწყვეტს, რადგან, არავის შეუძლია, მენტალური სისწრაფე და ინტელექტი ფიზიკური უნარებით ჩაანაცვლოს – ეს შეუძლებელია.
თუ ბურთს გადმოგიგდებ და გეტყვი, რომ პასი გააკეთო, შენ კი მას უკან დამიბრუნებ, ე.ი. არ აზროვნებ.
ეს მოხოდავს გუნდს.
გენავე ჩავი, აათამაშე მოდი ეს უვარგისები, შენი იმედი მაქვს
გენიოსია!
Klopade salahi boltis iafi versia iyo marto sirbili 0 azrovneba da inteleqti mara klopma varskvlavi sheqmna vnaxot es ras izams iqnev sheulia igive
გაყრის ეს ყველას მგონი.კაია,კაი ესეთი მწვრთნელი გვინდა,იცის,რაც ინდა ქნას და თავდაჯერებულია.
დემბელე ღლესტი ხშირად რობერტოც რავი ყველა უკან პასაა, ნუ წინაც არავინაა პასი ვისგინდა მიცე, ლუკღლეიონგი მაინც გამაზავს,
სწორედ ხავი სჭირდება ამ ახალგაზრდებს , რომ ყველანაირი შეზღუდვები მოუხსნას და აზროვნება დაიწყონ . სხვა ვერავინ მაგას ვერ გააკეთებს , ზოგადად ხედვა აქვს ამ ადამიანს ფეხბურთთან დაკავშირებით სხვაგვარი და მჯერა გვარდიოლაზე დიდ გადატრიალებას მოაწყობს მომავალში .
ბოლო ფრაზით თუ ვიმსჯელებთ წესით კოუტინიო პირველივე მატჩის მერე უნდა გააგდოს გუნდიდან
ეს როგორ შეეგუება ამდენ 1უჯრედიანს რაც ბარსელონაში ელის არ ვიცი 😀