workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: განაცხადში ფატისა და რობერტოს ბარსა B-ს ფეხბურთელები შეცვლიან

Sport: განაცხადში ფატისა და რობერტოს ბარსა B-ს ფეხბურთელები შეცვლიან

დღეს, სერჟი ბარჟუანმა “ბარსელონას” პირველი გუნდი მეორედ ავარჯიშა.

ანსუ ფატიმ და სერჟი რობერტომ ჯგუფურ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. პირველ გუნდთან ერთად “ბარსა B-ს” ორი ფეხბურთელი, 19 წლის გარემარბი, აბდე ეზალზული და 20 წლის ნახევარმცველი, ალვარო სანსი, ემზადებოდნენ. Sport იტყობინება, რომ “ალავესთან” გასამართი მატჩის განაცხადში, ფატისა და რობერტოს ნაცვლად, სწორედ ამ ორ ახალგაზრდას ვიხილავთ. 

ასევე, დიდი ალბათობით, მათთან ერთად განაცხადში იქნება უსმან დემბელეც, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ფატისა და რობერტოს გარდა, ტრავმის გამო, მოედანზე ვერ ვიხილავთ ფრენკი დე იონგს, მარტინ ბრეითუეიტს, პედრი გონსალესსა და რონალდ არაუხოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 29 ოქტ 2021, 20:43
    #6

    დემბელეს გამოყვანა არ გინდათ, ეგ გასაყიდია და არ დაიტრამვოს იანვრამდე. ერთი თამაში ისეთი ნახეთ რო აზრი არ ქონდეს.

  • Bakero
    schedule 29 ოქტ 2021, 17:25
    #5

    ძალიან კარგი ! მხოლოდ მივესალმები ……გვარი უკვე მომწონს ეზალზული smile რავიცით შეიძლება მთელი ალავესის დაცცვა აზილოს ერთმანეთში joy joy არიქა პირველ გუნდში შანსი მომცესო smile

  • Albicelecte
    schedule 29 ოქტ 2021, 16:04
    #4

    მადრიდელებმა საკუთარი ექიმები ჩანერგეს როგორც ჩანს, ჰიპოკრატეს ფიცი რომ ფლორენტინო პერესზე ჰკიდიათ rage

  • cezo45
    schedule 29 ოქტ 2021, 15:19
    #3

    დემბელეს დაბრუნება კარგია რაცარუნდა იყოს ლიკ დეიონგს ცალი ფეხით აჯობებს

  • frenkie dejong21
    schedule 29 ოქტ 2021, 14:33
    #2

    აუუ აბდე ძაან მაგარი ბავშვია იმედია ათამაშებს

  • La Pulga10
    schedule 29 ოქტ 2021, 14:09
    #1

    სადღაც ვნახე ბარსას ყოფილი ექიმი დაბრუნდებაო,რომელიც 15 წელი იყო გუნდშიო.ვნახოთ აბა,როგორ მოხოდავს ჩავი გუნდს,ფიზიკურ მომზადებას უნდა მიხედოს ძაან სერიოზულად.