workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი Golden Boy-ს მოგების მთავარი ფავორიტია

პედრი Golden Boy-ს მოგების მთავარი ფავორიტია

Tuttosport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტი, პედრი გონსალესი 2021 წლის Golden Boy-ს მოგების მთავარი ფავორიტია.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ჯილდოს გამარჯვებული მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გამოვლინდება. მისი ბოლო მფლობელი ერლინგ ჰოლანდია.

დატვირთული საკლუბო სეზონის შემდეგ, “ბარსას” 18 წლის ნახევარმცველი ევრო 2020-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, ბოლოს კი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. შედეგად, ლოგიკურია, რომ ზემოხსენებული პრიზის ფავორიტად სწორედ ის სახელდება.

“ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში “ოქროს ბიჭუნა” მხოლოდ ლეო მესი გამხდარა, რომელსაც ჯილდო 2005 წელს გადაეცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 29 ოქტ 2021, 21:40
    #1

    ისე ტრავმირებულებსაც აძლევენ მაგ ტიტულს.