workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტონიო კასანო: მარადონას, მესისა და კრუიფს არასდროს დაივიწყებენ

ანტონიო კასანო: მარადონას, მესისა და კრუიფს არასდროს დაივიწყებენ

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო “რომას” ლეგენდაზე, ფრანჩესკო ტოტიზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას მალე დაივიწყებენ, თუმცა მესის, მარადონასა და კრუიფის შემთხვევა განსხვავებულია.

ცოტა ხნის წინ, “რომასა” და “ნაპოლის” დაპირისპირების დროს რომაელი გულშემატკივარი ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის სტვენით შეხვდა. ამის მიზეზი ისაა, რომ “რომაში” მუშაობის დროს სპალეტი ფრანჩესკო ტოტის საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა.

Bobo TV-სთან საუბრის დროს კასანოს მომხდარის შეფასება სთხოვეს, მისი პასუხი კი ასეთი იყო:

20 წლის შემდეგ ტოტის დაივიწყებენ. ვისაც არ დაივიწყებენ, არიან მარადონა, მესი და კრუიფი.

ფრანჩესკო ტოტი “რომას პირველ გუნდში 25 წლის განმავლობაში, 1992-2017 წლებში თამაშობდა. 2001-2006 წლებში კასანო მისი თანაგუნდელი იყო, რის შემდეგაც იტალიელი “რეალში” გადავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 27 ოქტ 2021, 01:39
    #2

    wink blush smile ვაა, პელე თამაშგარე დატოვა???

  • nika 54
    schedule 26 ოქტ 2021, 22:26
    #1

    ეტყობა ამასაც ლამაზი ფეხბურთი ყვარებია.