"ბარსელონას" რადუს შეძენა სურს

"ბარსელონას" რადუს შეძენა სურს

რომის "ლაციოს" რუმინელი მცველი სტეფან რადუ მოხვდა კატალონიის "ბარსელონას" ინტერესის სფეროში. 24 წლის ფეხბურთელს თავისუფლად შეუძლია ითამაშოს, როგორც ცენტრალური, ისევე მარცხენა მცველის პოზიციაზე. მისი ფასი სულ რაღაც 5.5 მილიონი ევროა.

რადუმ კარიერა "დინამო ბუქარესტში" დაიწყო. იქ მან 4 წელი გაატარა, 61 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც შეაგდო. შემდეგ რუმინელი არენდის სახით "ლაციოში" გადავიდა. 11 მატჩში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ რომაული კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისი შეძენა. ყიდვის შემდეგ სტეფანი 72 დაპირისპირებაში დაეხმარა თავის კლუბს. რაც შეეხება ნაკრებს, იგი ჯერ 21 წლამდელთა გუნდში გამოდიოდა (13 მატჩი, 1 გოლი) ხოლო შემდეგ ასაკი მოემატა და ძირითად ნაკრებშიც იძახებდნენ და იძახებენ კიდეც. რადუ რუმინეთს სულ 9–ჯერ დაეხმარა გამარჯვების მოპოვებაში.

ასევე გეტყვით, რომ მას დედაქალაქელებთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.