Mundo Deportivo-მ “ბარსელონას” ყოფილ პრეზიდენტთან, ჟოზეპ მარია ბართომეუსთან, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან კლუბის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა, მისი ბორდის მმართველობა, ლიონელ მესის წასვლა და სხვა საინტერესო საკითხები შეაფასა.
– იყო თუ არა თქვენი მმართველობა “კატასტროფული”?
არა. ვიცი, რომ ეს ფრაზა ხშირად ისმის, მაგრამ ჩვენ მოღვაწეობა იყო ძალიან სერიოზული და წარმატებული, რომელიც 2010 წელს, სანდრო როსელთან ერთად, დავიწყეთ და რომელსაც ლა ლიგა, UEFA და აუდიტორებიც ადასტურებენ. ჩვენ Forbes მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად გვაფასებდა, ეს იყო დიდი შრომით შედგენილი პროექტისა და სტრატეგიული გეგმის დამსახურება, რომელიც 2015 წელს შემუშავდა.
ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. 2020 წლის მარტისთვის, ყველაზე აქტიური ბორდი გვყავდა, მაგრამ შემდეგ პანდემიამ მნიშვნელოვანად დაგვაზარალა.
– მოქმედი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პრობლემების მთავარი მიზეზს არა პანდემია, არამედ წინა ბორდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს.
– სახელფასო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა…
– არსებობდა თუ არა 150-მილიონიანი შემოთავაზება ანსუ ფატისთან დაკავშირებით?
– როგორ ფიქრობთ, რა მემკვიდრეობა დატოვა წინა ბორდმა?
– რომელ სფეროებში?
– და ტიტულები?
ძალიან ბევრი. ჩვენი მმართველობის პერიოდში, მამაკაცთა გუნდმა 22 ტიტული მოიგო, რაც ძალიან კარგი შედეგია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ბოლო ორ სეზონში მხოლოდ ერთი სამეფო თასი გვაქვს მოგებული.
ქალთა გუნდის “ტრებლი” 2015 წლის “ტრებლს” შეუერთდა. ჩვენ ვართ ერთადერთი კლუბი, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ჰყოლია როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა კატეგორიაში.
“ლა მასია” სერიოზული კრიტიკის ობიექტი იყო, მაგრამ მუშაობის შედეგად, პირველ გუნდში უკვე ბევრი ფეხბურთელი მოხვდა – არაუხო, რიკი, მინგესა, გავი, ნიკო, პენია, კონრადი და ილაიშიც, რომლებმაც დაგვტოვეს. ისინი განვითარებას განაგრძნობენ და ჩვენ ძალიან ბედნიერები უნდა ვიყოთ. ასევე, წარმატებულები ვიყავით სპორტის სხვა სახეობებშიც.
ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც პანდემიამ თავისი დაღი დაასვა.
– როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა ამჟამინდელ ბორდს იმაზე მეტის გაკეთება, ეკონომიკური თვალსაზრისით, ვიდრე აქამდე გააკეთა?
არ ვიცი, იქ არ ვარ და ვერ ვიტყვი რა იდეები აქვთ ან რას აკეთებენ. იყო ორი პროექტი, რომელთაც კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეეძლოთ. ერთია Barca Corporate, რომლის აქციების 49%-იანი წილის 220 მილიონ ევროდ გაყიდვა იყო შესაძლებელი. 2021 წლის მარტში შემოთავაზება არსებობდა.
ასევე, არსებობს CVC-ის პროექტი, რომელიც ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია, რადგან 260 მილიონი ევროს შემოსავალი კლუბს არაერთი პროექტის წამოწყების საშუალებას მისცემდა, მაგრამ ბორდმა მასზე უარის თქმა გადაწყვიტა. ბოლო პერიოდში, წავიკითხე, რომ 2021/22 წლების სეზონისთვის ხელმძღვანელობა CVC-სთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას განიხილავს და მე ეს ძალიან სწორ ნაბიჯად მიმაჩნია, რადგან პანდემიის შედეგად დაკარგული შემოსავლის ანაზღაურებას ძალიან სწრაფად შევძლებდით.
– გააფორმებდით კონტრაქტს CVC-სთან?
რა თქმა უნდა. პირობებს არ ვიცნობ, მაგრამ კლუბისთვის საუკეთესო გარიგებას მივიღებდი. იმის გათვალისწინებით, რომ სუპერ ლიგის პროექტი არ განვითარებულა, ამ გარიგებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ლა ლიგასთან კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან, ყოველთვის ვაცხადებდი, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტი არის პრემიერ ლიგა, სადაც კლუბები მილიარდერების ან სხვადასხვა სახელმწიფოს საკუთრებაშია, ამ კლუბებს უფრო დიდი შემოსავლები აქვთ და ჩვენ მათთვის კონკურენციის გაწევა უნდა შევძლოთ.
– იყო თუ არა მესის გაშვება შეცდომა?
– რატომ არ იყო მესი “ბარსაში” ბედნიერი?
– მან თქვა, რომ კლუბს სამომავლო პროექტი არ გააჩნდა.
– რა იგრძენით, როდესაც მესის ბიუროფაქსი მიიღეთ?
მას წასვლა სურდა, ამაზე ვისაუბრეთ და მე უარი ვუთხარი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მესი ჩვენი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და “ბარსა” მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი წასვლა სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა, რაც ახლა მოხდა კიდეც.
მას ვუთხარი, რომ თუ ჩავისა და ინიესტას მსგავსად სურდა წასვლა, ყატარში, ჩინეთში ან შეერთებულ შტატებში, ამაზე მოლაპარაკება შეგვეძლო, მას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მოვუწყობდით. მაგრამ მას კლუბი არჩეული არ ჰყავდა. ჩვენ მას განვუცხადეთ: “გვსურს, რომ ევროპაში “ბარსა” შენი ბოლო კლუბი იყოს. თუ სხვა კონტინენტზე გინდა გადასვლა, პრობლემა არაა”. მე მას ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ სად უნდოდა თამაში, მაგრამ მან ეს არ იცოდა.
– შეიცვალა თუ არა რამე მენეჯმენტში ნეიმარის წასვლის შემდეგ?
– თუმცა ამ ტრანსფერებმა არ გაამართლეს…
დემბელეს არ უმართლებდა. იგი დიდებული ფეხბურთელია და იმედი მაქვს, რომ ამ ტრავმის მოშუშების შემდეგ, მისი შესაძლებლობების ხილვას შევძლებთ. 2020 წელს, როდესაც ანსუს გაყიდვაზე უარი ვთქვით, იმავე კლუბმა დემბელეში იმაზე მეტი შემოგვთავაზა, ვიდრე 2017 წელს ჩვენ გადავიხადეთ, მაგრამ ჩვენ მას ვენდეთ.
და 2018 წელს კოუტინიო შევიძინეთ, რომელიც უკვე შემდგარი ფეხბურთელი იყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მან ისე ვერ ითამაშა, როგორც ჩვენ გვსურდა და როგორც იგი ამას პრემიერ ლიგასა და ეროვნულ ნაკრებში აკეთებდა. ვიმედოვნებ, რომ წელს იგი მისი დონის ჩვენებას შეძლებს.
– უჭერდნენ თუ არა მხარს მესი და სუარესი კოუტინიოს ტრანსფერს?
– ჰქონდათ თუ არა ფეხბურთელებს ზედმეტი ძალაუფლება?
– ბოლო პერიოდში, ესაუბრეთ თუ არა ლაპორტას?
– ითამაშა თუ არა “ბარსაში” გრიზმანმა ისე, როგორც მისგან ელოდით?
– რატომ ჰქონდათ ფეხბურთელებს ზრდადი ანაზღაურება?
ყოველწლიურად, კლუბის შემოსავალი იზრდებოდა. სახელფასო ბიუჯეტის ზრდა, ლა ლიგისა და UEFA-ს რეგულაციების ფარგლებში, შემოსავლების ზრდასთან იყო დაკავშირებული, ეს ნორმალური მოვლენაა. ამას, “ბარსას” გარდა, არაერთი კლუბი აკეთებს. არავინ იცოდა, რომ 2020 წლის მარტში პანდემია დაიწყებოდა და შემოსავლები შემცირდებოდა, რაც სახელფასო ბიუჯეტის კლუბის შემოსავალთან მიმართებას 65%-დან 80%, 90% და 100%-მდე გაზრდიდა. ეს არის ისეთი რამ, რასაც არავინ ელის.
ბევრი ადამიანისთვის მითქვამს, რომ 2010 ან 2015 წელს პანდემიის შესახებ რომ მცოდნოდა, ჩვენი სტრატეგიული გეგმა განსახავებული იქნებოდა, მაგრამ ამის კონტროლი შეუძლებელია.
– კლუბში წინა ბორდის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების თაობაზე აუდიტი მიმდინარეობს, გაწუხებთ ეს საკითხი?
არა, საერთოდ, არა. ყოველთვის, ვამბობდი, რომ ჩემი და სანდრო როსელის პრეზიდენტობის დროს, დირექტორთა საბჭოს არცერთ წევრს არ მიუღია მონაწილეობა რაიმე კორუფციულ გარიგებაში, რადგან ჩვენ კლუბს ყველაზე ეფექტური და ეთიკური მეთოდებით ვმართავდით. დიახ, იყო შეცდომებიც, მაგრამ კლუბის ფული არავის მოუპარავს. ვფიქრობ, რომ ამას ეს აუდიტიც დაადასტურებს. პრეზიდენტ ლაპორტას ბორდის მოსვლის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, ისინი გამოძიებას აწარმოებენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწუხებს.
ასევე, მე ლაპორტას წერილი გავუგზავნე, სადაც წერია, რომ თუ რომელიმე პირის ან პირების მიერ განზრახ დაუდევრად ჩადენილი ქმედება გამოიხატა, ამ ადამიანის ან ადამიანების წინააღმდეგ მეც წავალ.
– მოქმედი ბორდი აცხადებს, რომ თქვენი მმართველობის დროს, კლუბი ტრანსფერებისას, საშუამავლო კომპანიებსა და აგენტებს არსებულ ფასებზე 30%-ით მეტს უხდიდა…
– ამბობს ბართომეუ.
ამას პირდაპირ შუბლი უნდა გაუხვრიტო ამ სატანის მოციქულს.
რამდენი ტყუილიც ილაპარაკე შე ნაძირალა, იმდენი შენი ოჯახი მოიკითხა უმტიტიმ.
ფუ რა გულის ამრევია. ხო ვთქვი გამოვა ახლა და გააპრავებს თავის ნაქნარსთქო.
ეს კიდევ არ დაუჭერიათ კაცო? მოაცილეთვაქედან ამის სახის დანახვა აღარ მინდა
მეგონა ეს ინტერვიუ ციხიდან იქნებოდა.
წადი და ჰალა მადრიდზე მოუშალე ხალხს ნერვები რა ტვინი წაკუზე გოგო რო ხარ გითმენენ თორე ვიღაცას ნერვები რომაღარ ექნება კარგად შეგაგინებს