workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლორან ბლანი: ბარსელონამ გასაოცარი შეცდომები დაუშვა

ლორან ბლანი: ბარსელონამ გასაოცარი შეცდომები დაუშვა

ყოფილი ფრანგი მცველი და ამჟამად მწვრთნელი ლორან ბლანი “ბარსელონას” მიერ ბოლო წლებში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

სიტუაციას “ბარსელონას” პერსპექტივიდან თუ შევხედავ, მჯერა, რომ კლუბმა საოცარი შეცდომები დაუშვა, საოცარი.

საუბარი მხოლოდ მესის შემთხვევაზე არ მაქვს, ვსაუბრობ ბოლო 4-5 წელზე. “ბარსელონამ” დაკარგა ფეხბურთელები, რომელთა გაშვებაც დაუშვებელი იყო.

არ შეიძლება, მესი და ნეიმარი დაკარგო, რადგან მათი ჩანაცვლება ძალიან რთულია.

– განაცხადა ბლანმა Panenka-სთან საუბრისას.

ლორან ბლანი “ბარსელონაში” 1996/97 წლების სეზონში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 38 თამაში ჩაატარა.

ცოტა ხნის წინ ბლანმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” გაწვრთნა მისი ოცნება იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 13 ოქტ 2021, 16:00
    #1

    ეგ ჩვენც ვიცით, მაგრამ რაღას ვუშველით. ბართომეუს ვისაც არ ეზარებოდა ყველა ატყუებდა. უბედურება ისაა ამ ახალ სასტავსაც არ ეტყობა ძალიან დიდი მონდომება.