წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
28 აგვისტოს “ბარსელონამ” 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს, 1 ფრე დაასრულეს და 1 წააგეს.
1913 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჟოზეპ რაიკი. 1934-1945 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 188 თამაში ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. რაიკმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1914 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ჟოზეპ ესკოლა. 1934-1948 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 233 თამაში ჩაატარა და 165 გოლი გაიტანა. ესკოლამ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი, 1 ლათინური თასი და 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.
1966 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ხულენ ლოპეტეგი. 1994-1997 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 13 თამაში ჩაატარა. ლოპეტეგიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1982 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი ნახევარმცველი ტიაგუ მოტა. 1999-2007 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 158 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მოტამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1990 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი. 2007-2011 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 164 თამაში ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ბოიანმა კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
1992 წელი
97 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი სალვადორ ორმეუ.
1996 წელი
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” მადრიდში 1-3 წააგო, მაგრამ კატალონიელებმა 2 შეხვედრის ჯამში 6-5 იმარჯვეს და ტიტულს დაეუფლნენ.
ამ მატჩში “ბარსელონას” მაისურით ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ლორან ბლანს.
2009 წელი
ევროპის სუპერ თასზე პედროს მიერ 115-ე წუთზე გატანილი გოლით “ბარსელონამ” დონეცკის “შახტარი” 1-0 დაამარცხა.
2013 წელი
ტატა მარტინომ “ბარსელონასთან” ერთად პირველი და ბოლო ტიტული მოიგო. მისმა გუნდმა ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ატლეტიკოსთან” 0-0 ითამაშა და პირველ შეხვედრაში 1-1 თამაშისა და სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით გამარჯვებული გახდა.
2016 წელი
ლუის ენრიკემ “ბარსელონას” მწვრთნელის სტატუსით მე-100 თამაში მოიგო. ეს “ბილბაოსთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში მოხდა. ეს თამაში ლეო მესისთვის ლა ლიგაში 350-ე გამოდგა.
2022 წელი
“ვალიადოლიდთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით ჟიულ კუნდეს დებიუტი შედგა.
1966 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ხულენ ლოპეტეგი.
რამდენჯერმე უკვე დავწერე, ლოპეტეგი ბასკია და ხულენი კი არა იულენი ჰქვია. მთელი ესპანეთი და მსოფლიო ასე იცნობს და თქვენ რატომ აგრძელებთ თქვენი მოგონილი სახელით მის წარდგენას.
წლები ისტორიას ითვლის
ბოიანს სერიოზული ფსიქოლოგიოური პრობლემები ქონდა.. ახალი მესიო ისაო ესაო და მანდ დაერხა.. ამიტომაც არუნდა მისცენ ფატის 10 ნომერი და გუნდის ლიდერობა არუნდა მოთხოვონ
ბოიანზე რამდენი იმედი მყარდებოდა დაროგორ განიავდა ყველა😕