ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო “ბარსელონასთან” დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაციას ავრცელებს:
ზაქარია და კესიე
“ბარსას” ჯერ მოლაპარაკებები არ დაუწყია, თუმცა, ისინი პოტენციურ თავისუფალ აგენტებს დააკვირდებიან, მათ შორის კი დენის ზაქარია და ფრანკ კესიეც არიან.
კატალონიური კლუბი მხოლოდ ამ ნახევარმცველებს განიხილავს, თუ ისინი ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტებს არ გაახანგრძლივებენ. გავრცელებული ცნობით, კესიე “მილანთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს, ზაქარიას თავის გუნდში ხილვა კი “რომას” თავკაც ჟოზე მოურინიოსაც სურს.
უსმან დემბელე
ფრანგის ვითარება რთულია – მხარეები დიდი ხანია, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს.
გასულ წელს მისი შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა, მაგრამ “ბლაუგრანამ” იჯარის ვარიანტი გამორიცხა, რადგან კლუბმა იფიქრა, რომ დაბრუნების შემდეგ ის ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა და გუნდს უფასოდ დატოვებდა. 1 წლის შემდეგ, კვლავ მსგავსი სიტუაციაა.
გავი
“ბარსელონას” ახალი კონტრაქტის შესადგენად დრო დასჭირდება – კლუბი ამაზე მუშაობს. ხელშეკრულება 5 წელზე იქნება გათვლილი, ფეხბურთელის ხელფასი კი სეზონიდან სეზონამდე მოიმატებს.
პედრი
18 წლის მოთამაშის კონტრაქტთან დაკავშირებით ყველაფერი ამ კვირაში უნდა მოგვარდეს. ხელშეკრულების გაფორმება უბრალოდ დროის საკითხია.
მოჰამედ სალაჰი
"ბარსელონასა" და სალაჰს შორის სერიოზული არაფერია.
ანუ ეს ის არ არის რაც თქვენ იფიქრეთ-ო?
50 მილიონი?? მე 500 ვიცოდიიი, ოოოო არაააა
მეც ჰოლანდი მინდა თუ 20-25 ზე მეტს არ მოითხოვს თუ არადა ნუნიესი არ იქნება ცუდი ვარიანტი მაგრამ ჰოლანდი ერთ თავით მაღლა დგას
ხალხო რა ჰოლანდი ხო ხართ კარგად?? 50 მილიონი უნდა მამამისს იმ სპერმატოზოიდის გამო და აგენტი კიდე 50-ს ითხოვს, მაგას მინიმუმ 25 მლნ უნდა ხელფასი, 100 მლნ ტრანსფერის ფული…. თან ტრამვიანი…
ერთს ვერ ვხვდები როცა ჰალანდზე და ამავდროულად ლევანასკენ იქაჩებიან და თან ორივეს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება უნდა დაუნიშნონ ამის ფონზე არაუხოს რომელიც დაცვის ცენტრის ლიდერია ხურდებზე რატო ეკიდებიან და რატო ცდილობენ იმას რო ათასებზე ატილაონ როცა სხვა ტოპ კლუბებიდან ბევრად უკეთესი შემოთავაზება აქ,რო წავიდეს იტყვიან ფული უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა მისთვისო არადა აქეთ სასწაულ ანაზღაურებას პირდებიან სხვას და თვითონ მას კი ცოტა არიყოს უსამართლობაა ეს დამოკიდებულება
მეც ჰოლანდი მინდა თუ 20-25 ზე მეტს არ მოითხოვს თუ არადა ნუნიესი არ იქნება ცუდი ვარიანტი მაგრამ ჰოლანდი ერთ თავით მაღლა დგას
ჩემი აზრით დემბელე წასულია უეჭველი, რაფინია ჩავის მოწონს და ცუდი ნამდვილად არ ეთქმის, გავი ასიანი რჩება და არაუხოც დარჩება არსად წამსვლელი არაა ეგ ამ ასაკშივე არ აიწეწავს კარიერას როცა აქ ლიდერია ტიპი, ლევანა კაი იქნება თუმცა მე არ მსურს ეს ჩემი აზრია ასაკი ასაკია მაინც და სადაც სუარესი გაუშვეს იგივე ასაკის ლევანდოვსკი არაა საჭირო, მე წინ ჰალანდი და მხოლოდ ჰალანდი მსურს არაფრით არაა ლევანდოვსკიზე ნაკლები გამოცდილებას თუ არ ჩავთვლით ასე რომ ჰალანდი.
სასიამოვნო ინფორმაციაა, არაუხოს თუ არ ჩავთვლით
აუ ლევანა რას გაასწორებდა
რაფინიას აგენტი "ბარსელონას" ლეგენდა, დეკუა, ვისთანაც კლუბს კარგი ურთიერთობა აქვს.
და რა მნიშვნელობა აქვს, რო დეკუს ყოფილ გუნდთან კარგი ურთიერთობა აქვს? ხელფასს დააკლებინებს?
სალაჰი კაი იქნებოდა, მაგრამ თუ არ მოვა არაუშავს
კესი და სალაჰი არ მოათრიონ ოღონდ და სულ ნურავის მოიყვანენ
აი ჩემი გადმოსახედიდან ძაან მკიდია ჰალანდს დაითრევენ თუ არა, მოყვანაშიც და ვერ მოყვანაშიც ვხედავ მოსალოდნელ პლიუსებს და მინუსებს. კოშმარი იქნება რეალი თუ დაითრევს, მითუმეტეს მბაპეს ამოუყენებს, მაგრამ ისტორია გვამცნობს, რომ რამდენჯერაც რეალი გალაქტიკოს შეკრავდა იმდენჯერ ცხვირით ახოხებდა ბარსა კლასიოკოებში, იმას იქეთ კიდევ გუნდზეა დამოკიდებული ყველაფერი.
რაფინია კარგი ფეხბურთელია, ტექნიკაც კარგი აქვს და დარტყმაც, მაგრამ არჩევანზე თუა საქმე ენტონი უკეთესია და იმედია დაითრევს ბარსა, საერთოდ არ მინდა ისე სალაჰი, კია ტოპ 3 ში ახლა მაგრამ ლა ლიგა სულ სხვაა და ალბათ ვერ გაამართლებს, თან ეგ ლივეს გარდა ყველგან ჩასვრილი იყო, ჰოლანდი თუ ბარსაში არა მაშინ იმედია სიტიში წავა, და წავა ალბათ, ამ ეტაპზე პრემიერ ლიგა ლა ლიგაზე ბევრად მაღლა დგას
აქედან ყველაზე კაი ვარიანტი რა თქმა უნდა ჰალანდია მაგრამ ეგ და მბალე რეალშია ამიტო კესის დათრევა მგონია მაგარი ამბავი,ვინც იცით მისი სათამაშო სტილი დამეთანხმებით,ფიზიკურად ძლიერია,კარგი ოასით და დარტყმით და ჭკვიანია რაც მთავარია
სალაჰი თუ გაიყიდა უეჭველი უნდა მოიყვანონ , ჰალანდი არ გვინდა მაგის ფულისტი… მასეთი ფეხბურთელები არ გვჭირდება
კრისტენსენის ტრანსფერი დახურეს უკვე ?
ეს რაფინია არაა ცუდი როჟა ისე, პროსტა ლიდსი სხვაა და ბარსა სხვაა.
ერთადერთი ფაქტია, დემბელეს უფასოდ უნდა ათესვა და თავისუფალ აგენტად თუ წავა კარგ ბონუსს გამოკრავს ხელს.
კესის და ზაკარიას მოყვანას ნიკოს მისცენ ეგ დრო!!! გავის და პედრის კიდე მალე უნდა გაუხანგრძლივონ
აესე სწორია ლაპორტა გაუხანგრძლივოს ყველა ახალგაზრდას თორე აგერ ნაბოზარ ბაიერნს უდგას თვალი, მოუნდათ ჯიგრებს:)) ბალასტი მოვიშოროთ და ეგაა