კატალონიური “ბარსელონას” ფორვარდი, ტიერი ანრი მწყობრიდან ორი კვირით გამოვიდა ზურგის ტრამვის გამო. ანრი პირველად არ ებრძვის აღნიშნულ ტრავმას, რომელმაც ამჯერადაც შეახსენა თავი.
ანრის ჩაუტარდა გამოკვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ მას ზურგზე არცთუ უბრალო პრობლემა აქვს, რის გამოც იგი დატვირთვის დროს ტკივილს განიცდის. ფრანგმა თავდამსხმელმა უკვე გააცდინა ორი მატჩი – “ლიონთან” (2:2) და “ესპანიოლთან” (1:1) და უახლოვესი ორი კვირის განმავლობაში კვლავ ვერ შესძლებს თამაშს.
წყარო: www.euro-football.ru


