workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

8 ოქტომბერს “ბარსელონამ” 9 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს.

1956 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ტენტე სანჩესი. 1975-1986 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 352 თამაში ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. სანჩესმა კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 თასების მფლობელთა თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1986 წელი

მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა. სტუმართაგან გოლი ანხელ პედრასამ გაიტანა.

1994 წელი

პეპ გვარდიოლამ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ეს “ატლეტიკოსთან” ანგარიშით 4-3 მოგებულ თამაშში მოხდა.

2023 წელი

ლა ლიგაში “გრანადასთან” გამართულ მატჩში (2-2) ლამინ იამალმა “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ დარტყმით იამალი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა.

2023 წელი

იმავე დღეს ქალთა გუნდმა “რეალ სოსიედადი” 3-0 დაამარცხა. კაროლინ გრემ ჰანსენმა დუბლი შეასრულა, ალექსია პუტელიასმა კი ერთი გოლი გაიტანა და “ბარსელონას” მაისურით 181 გოლით ჯენი ერმოსოს გაუთანაბრდა კლუბის ქალთა გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სათავეში. ეს ასევე იყო ქალთა პირველი გუნდის ზედიზედ 70-ე გამარჯვება “იოჰან კრუიფზე” ჩატარებულ 70 მატჩში.

2024 წელი

40 წლის ასაკში ანდრეს ინიესტამ ბარსელონაში გამართულ ღონისძიებაზე პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლა ოფიციალურად გამოაცხადა. მან “ბარსელონაში” ცხოვრების 22 წელი გაატარა – ექვსი აკადემიაში და 16 პირველ გუნდში – და კლუბთან ერთად 32 ტიტული მოიგო.

2025 წელი

დადასტურდა, რომ “ვილიარეალისა” და “ბარსელონას” ლა ლიგის შეხვედრა 20 დეკემბერს მაიამის “ჰარდ როკ სტედიუმზე” უნდა გამართულიყო. ეს ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური მატჩის აშშ-ში ჩატარების ისტორიული მცდელობა იყო, თუმცა 21 ოქტომბერს გეგმა საბოლოოდ გაუქმდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 08 ოქტ 2021, 17:04
    #1

    რით ვერ გავიდა ერთი წელი.