"მანჩესტერ სიტი" მესის ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებულია

"მანჩესტერ სიტი" მესის ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებულია

"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის გადაბირებით კვლავ დაინტერესებულია.

ბრიტანული გამოცემა Express-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ არგენტინელისთვის ბრძოლაში ისინი ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" დაამარცხებენ. "ქალაქელები" მიიჩნევენ, რომ პეპ გვარდიოლას სახით ისინი უპირატესობას ფლობენ.

შეგახსენებთ, რომ მესის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადა ეწურება და მისი შეძენის მთავარი კანდიდატი სწორედ "მანჩესტერ სიტია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 17 დეკემბერი 2020 14:17
    0
    ციტატა: me da barca
    გვარდიოლამ ცხრაჯერ თქვა მესით არ ვართ დაინტერესებული და ის ბარსაში უნდა დარჩესო, მაგრამ ჭორებს რა გამოლევს.

    არაა ჭორი, წელს ბარსაში იყო ჩამოსული, თქვა კიდეც ვიყავი შევხვდი მესის , დანარჩენი მას კითხეთო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 17 დეკემბერი 2020 09:04
    1
    პსჟ-ს რო გავცდეთ მერე სიტი გვაჯახონ და ისიც რო ამოტენოს ლეომ რა მაგრად გაასწორებს laughing
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 16 დეკემბერი 2020 23:47
    1
    გვარდიოლამ ცხრაჯერ თქვა მესით არ ვართ დაინტერესებული და ის ბარსაში უნდა დარჩესო, მაგრამ ჭორებს რა გამოლევს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 დეკემბერი 2020 21:29
    0
    კაი კაი მასე ხართ რამდენი წელია დარწმუნებულები რო მესის იყიდით მარა ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე ხელცარიელები რჩებით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #7 16 დეკემბერი 2020 21:11
    0
    ნუ... 34 წლის მესიში 110 მილიონი გადაეხადათ არჯობდა ? წელს ეხლა უფასოდ წავა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 16 დეკემბერი 2020 21:04
    1
    რაღაც ზედმეტად დარწმუნებულები ხართ და ძალიან მიკვირს ეგ...
    Culé [?]
    #5 16 დეკემბერი 2020 20:19
    2
    მესის ტრანსფერი ერთადერთი მიზეზი მგონია იმის თუ რატომ გაუხანგძლივეს პეპს კონტრაქტი. პეპის გარეშე მესი იქ მიმსვლელი არაა, სიტის კი მესის ყოლა სასიცოცხლოდ ჭირდება, არა იმიტომ რომ მესი რამეს მოაგებინებს ისეთს რასაც თვითონ ვერ იგებენ, მაგისთვის მბაპეს ან მსგავს ფეხბურთელებს გაიფორმებდნენ ვისაც შეუძლია სისტემის ნაწილი იყოს. მესი ვერ იზამსთქო არ ვიძახი უბრალოდ ჩემი აზრით - ეს მარკეტინგული ნაბიჯი იქნებოდა. ერთადერთი რაც მინდა მესიმ, როგორც ეკადრება ისე დატოვოს ბარსა და არა იანვარში უკანა კარიდან 100 K გულშემატკივრმა უნდა დააფასო, ყველა სტადიონზე სადაც ითამაშებს გააცილონ პატივისცემით. მგონია უბრალოდ დაიმსახურა ისევე როგორც რონალდომ.
    გულშემატკივარი [?]
    #4 16 დეკემბერი 2020 20:18
    0
    კაი ჩემო ძმააო კაი :დ გუდ ლაქები
    ფანი [?]
    #3 16 დეკემბერი 2020 20:07
    0
    ამ ასაკში პრემიერ ლიგაში წასვლა არ მგონია კარგი იდეა. რონალდუ იმიტომ წავიდა იუვეში რომ ნაკლები ფიზიკური დატვირთვა ჰქონოდა და მეტი გოლი შეეგდო სუსტი გუნდების კარში... ინგლისში და ესპანეთში უფრო მაღალი დონეა. გადავიდეს პარიზში და საუკეთესო ტრიოს შექმნის ნეიმართან და მბაპესთან ერთად, რეკორდს რეკორდზე მოხსნიან ლიგა 1-ში... რეალურად მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი ამ დროისთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 დეკემბერი 2020 19:52
    3
    ჩავის გუნდმა მთელი მოედანი 9 პასით გაიარა და გოლი გაიტანა, აქ ნახავთ, ვისაც რუსული არ უჭირს: https://www.eurosport.ru/football/qatar-stars-league/2020-2021/story_sto8034962.shtml

    ციტატა: Griezzy7
    წაიყვანონ ჯობია თორე ესეთ მესის როვუყურებ გულიმტკივა. თვითონაც გახარებული იქნება და გუნდშიც სხვას მიეცემა შანსი. მაგას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს მაგრამ რავქნათ... ოდესმე ხოუნდა წასულიყო მაინც

    აუცილებლად უნდა წავიდეს, გუნდი მაგის იმედზე არაფერს აკეთებს. უმაგისოდ უკეთესად თამაშობენ ანუ ლეო უკვე ხელს უშლის გუნდის განვითარებას. მას თავისი ვალი ბარსას წინაშე მოხდილი აქვს და შეუძლია თავაწეული წავიდეს, გუნდსაც სახელფასო ბიუჯეტს შეუმსუბუქებს.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #1 16 დეკემბერი 2020 19:43
    4
    ეგენი ლიგის მოგებაშიც დარწმუნებულები არიან რამდენი ხანია მარა ხან ვინ გააგდებს ხან ვინ :დ