წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
29 სექტემბერს “ბარსელონამ” 24 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 16 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1914 წელი
ხოაკიმ პერის დე ვარგასი “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდა. ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პრეზიდენტად მიიჩნევა. მისი მოღვაწეობის დროს ფეხბურთელები პრეზიდენტს აუჯანყდნენ, თავად პერისმა კი თავი დაგვამახსოვრა ფრაზით “ბარსელონა” მე ვარ”. პერის დე ვარგასს თანამდებობა სეზონის ბოლოს დაატოვებინეს.
1922 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ფრანსესკ კალვეტი. ის “ბლაუგრანაში” 1940-1952 წლებში თამაშობდა. კალვეტმა კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის თასი, 2 ლათინური თასი და 2 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.
1940 წელი
სეზონის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “სევილიასთან” 1-11 განადგურდა.
1954 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ამადორი. 1980-1986 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 26 თამაში ჩაატარა. ამადორმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1957 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ლას პალმასი” 7-0 გაანადგურა. გოლები ბასორამ (2), ვილიავერდემ (2), ევარისტომ, ტეხადამ და მარტინესმა გაიტანეს.
1975 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ალბერტ სელადესი. 1993-1999 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 106 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ერთი წლის შემდეგ კი მადრიდის “რეალ მადრიდში” გადავიდა. სელადესმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 2 ესპანეთის თასი მოიგო.
1988 წელი
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” ხოსე მარი ბაკეროს დუბლით 2-1 დაამარცხა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში 2-3 წააგო.
1993 წელი
ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის პირველ მატჩში კიევის “დინამოსთან” 1-3 წაგების შემდეგ “ბარსელონამ” 4-1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა. უკრაინელთა კარში გოლები ბაკერომ (2), ლაუდრუპმა და კუმანმა გაიტანეს.
1996 წელი
“სარაგოსასთან” სტუმრად გამართული შეხვედრის 46-ე წუთზე “ბარსელონა” 1-3 აგებდა, მაგრამ კატალონიელებმა 5-3 მოიგეს და ლა ლიგაში გალიდერება მოახერხეს. სტუმართა მხრიდან გოლები რონალდომ (2), ლუის ენრიკემ, ფიგუმ და პოპესკუმ გაიტანეს. ლუის ენრიკემ ერთი ავტოგოლიც გაიტანა.
2010 წელი
80 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ედუარდო მანჩონი.
2010 წელი
“რუბინთან” ყაზანში ჩატარებულ შეხვედრაში (1-1) კარლეს პუიოლმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 თამაში ჩაატარა. ამ მატჩში დავიდ ვილიას მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი ლიგაზე “ბარსელონას” მე-400 გოლი იყო.
2012 წელი
“სევილიასთან” სტუმრად გამართული შეხვედრის 48-ე წუთზე “ბარსელონა” 0-2 აგებდა, მაგრამ კატალონიელებმა 3-2 მოიგეს. გოლები ფაბრეგასმა (2) და ვილიამ გაიტანეს.
სერხიო ბუსკეტსისთვის ეს “ბარსელონას” მაისურით ჩატარებული მე-200 თამაში იყო.
რას გაუგებ, მაგ დროს მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და ჰიტლერი ფრანკოს თხოვნით ხან ბილბაოს ბომბავდა და ხან ბარსელონას. ესპანეთში გამძვინვარებული სამოქალაქო ომი მიდიოდა, როგორც წაკითხული მახსოვს ხალხს პირდაპირ სტადიონებზე ხვრიტავდნენ.
1-11 რაამბავია ჩვენებიც ჩვენ კარში ურტყამდნენ??!!!
ქამბექების დღე ყოფილა მაგრამ ეს სევილიასთან განადგურება თან ასე მწარედ რავიცი, მოხერხება უნდა😃