ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: “იგივე ტიტულები გვსურს… ან ერთით მეტი”

ვილია: “იგივე ტიტულები გვსურს… ან ერთით მეტი”

  ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია კლუბის ამერიკული ტურნეს დროს პირველად შეხვდა ჟურნალისტებს. ასტურიელმა ფორვარდმა ისაუბრა იმ მიზნებზე, რომელიც მის გუნდს გააჩნია მიმდინარე სეზონში და ასევე აღნიშნა, რომ “ბარსელონას” მაისურის ტარება მისთვის დიდი სიხარულია.

 “გვინდა მოვიგოთ ყველა ის თასი, რომელიც გასულ სეზონში ავღმართეთ და თუ შესაძლებელი იქნება უფრო მეტიც, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვგრძნობთ კოპა დელ რეის ფინალის გამო “ტკივილს”.” საკუთარ თავზე საუბრისას ვილიამ ყურადღება ტრავმებზე გაამახვილა: “იმედი მაქვს, რომ ტრავმები პატივს დამდებენ და ჩემგან შორს დაიჭერენ თავს, ისე, როგორც ეს გასულ სეზონს გააკეთეს.”

 გასული სეზონის დასაწყისი არცთუ მარტივი აღმოჩნდა ვილიასთვის. “მე ვიცოდი, რომ ადაპტაცია და “ბარსას” სტილთან შეგუება რთული იქნებოდა. ამის დამამტკიცებელი საბუთი ისაა, რომ ძალიან ბევრმა გუნდმა სცადა ამ სტილზე გადასვლა, მაგრამ ძალიან ცოტამ, ან შეიძლება ვერც ვერავინ მოახერხა ეს. კლუბის, მწვრთნელების, თანაგუნდელების, პერსონალისა და ჩემი ძალისხმევის წყალობით, ადაპტაცია მალე გავიარე.”

“ელ გუახე” არ მიიჩნევს, რომ წინა–სასეზონო მოგზაურობა გუნდის მზადებას ხელს შეუშლის. “გუნდს ჰყავს არაჩვეულებრივი მწვრთნელი და ფიზიკური მომზადების პერსონალი, რომლებმაც კარგად იციან, თუ რა არის ჩვენთვის უკეთესი. ჩვენ ნებაყოფლობით ვღებულობთ მათ რეკომენდაციებს და არ მიმაჩნია, რომ აღნიშნული მგზავრობა ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ რამდენად უკეთესი წელი თუ უკეთესი სეზონი გვექნება.”

ვილია აღფრთოვანებულია იმ გამოწვევებით, რომელიც “ბარსელონას” უახლოეს მომავალში ელის. “აგვისტოში ორი თასის მოგება შეგვიძლია, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ მათ მოსაპოვებლად. სწორედ ამისთვისაა საჭირო, რომ კარგ კონდიციებში ვიყოთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში