კატალონიელი ფეხბურთელი ძალიან ემოციურად დაემშვიდობა “არსენალის” ფეხბურთელებს.
კვირას “ემირეითს სტედიუმზე” სესკ ფაბრეგასმა “ბარსელონაში” გადასასვლელად კიდევ ერთი, გიგანტური ნაბიჯი გადადგა.
საინფორმაციო სააგენტო, “Agencia News”–ის ცნობით სესკ ფაბრეგასი დაესწრო მატჩს “არსენალსა” და “ნიუ იორკ რედ ბულსს” შორის. სათანადო დროს სესკი “არსენალის” გასახდელში შევიდა, სადაც თანაგუნდელებს ემოციურად დაემშვიდობა.
დამშვიდობება თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: მისი კარიერა ლონდონში დასასრულს მიუახლოვდა, ხოლო “ბარსელონაში” მისი გადასვლა ასეთი რეალური არასდროს ყოფილა.



