რონალდ კუმანის არადამაჯერებელი მუშაობის გამო, “ბარსელონა” მის გაშვებას განიხილავს. ბოლო პერიოდში კლუბს არაერთი მწვრთნელი დაუკავშირეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩავი ერნანდესიც სახელმაც აქტიურად გაიჟღერა, რომელიც დირექტორთა საბჭოს დიდი ნაწილის ფავორიტი კანდიდატია.
AS-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” “მაესტროს” დაბრუნება, პრაქტიკულად, უფასოდ შეუძლია. “ალ სადთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი ესპანელს კატალონიური კლუბში სიმბოლურ თანხად გადასვლის საშუალებას აძლევს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩავის მწვრთნელად დანიშვნა რომელიმე სხვა გუნდს მოუნდება, მას ყატარულ მხარესთან მოლაპარაკება და გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოუწევს.
41 წლის სპეციალისტი “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვისაც უდავო ფავორიტია, თუმცა ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ ერნანდესმა ჯერ სარეზერვო გუნდი უნდა ჩაიბაროს. პრეზიდენტს ბელგიის ნაკრების თავკაცის, რობერტო მარტინესის მოყვანა სურს.
“ალ სადთან” ჩავის არსებული კონტრაქტის ვადა 2023 წელს იწურება.
მე მგონი მოვა, სხვა გზა აღარ არის.
რა ჯორზე შეჯდა ბარსა ბ-ზე ლაპორტა? ხავი არის რომ თანახმა ასეთ მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბაროს?! კაცმა არ იცის
როგორ გგონიათ , ხავის გარდა ყატარისა არ შეეძლო სხვაგან ეცადა მწვეთნელობა ? დათანხმდა იმიტომ , რომ ის რა წნეხი და მოთხოვნებიც , თუნდაც ბ ლიგის გუნდის გაწვრთნას უკავშირდება , ყატარში მაგას არავინ არ მოსთხოვს და თავისუფლად ამუშავებს მშვიდად ნებისმიერ ტაქტიკურ სქემას . ეს არის იდეალური გარემო , როგორც მწვრთნელი გაიზარდო და სხვისი ჩარევის გარეშე , გამოსცადო ის სქემები რასაც ფიქრობ ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით . ეტყობა მის
გუნდს , როგორი მწვრთნელიც ყავს , ერთი შეხებით უტევს გუნდი და წამებში გადადის შეტევაზე , ისე როგორც მის დროს ბარსელონა . და აქ გამოჩნდება , ეგო უფრო ძლიერი აქვს კუმანივით ლაპოს თუ კლუბი უფრო მეტად აინტერესებს , როგორც თვითონ ამბობს , კლუბის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ფეხბურთელი , თუნდაც კლუბის ისტოტიაში საუკეთესოვოო . ის არ უნდა დაავიწყდეს , რომ სწორედ ეგ საუკეთესო ფეხბურთელები ქმნიან ისტორიას , თორე , არამგონია ისეთივე სტატუსი გვქონოდა დღეს მათ გარეშე , როგორიც გვაქვს .
რაც არ უნდა მძიმე სიტყვები იყოს, გვარდიოლამ თვითონ თქვა რომ გუნდის თავკაცად ბარსელონაში დაბრუნებას არ გეგმავს და დროა ხავის მიანდონ გუნდი!
ლაპორტა მაგარი გამო***ებული კაცი ხარ
იმდენს იზამს რომ დაკარგავს ხავის ვარიანტს და სანანებლად გაუხდება ეს საქციელი,დროზე დაასრულოს რა პიკემ კარიერა და მოვიდეს პრეზიდენტად.
23 წელს უმთავრდება გვარდისაც და გაგრძელებას არ აპირებს, უნდა დავისვენოო. იმედია სახლში დაბრუნდება და რაღაცაში მაინც გამოადგება ბარსას.
ზუსტად ეგაა. რადგან ფონტის იდეა იყო მაგის მოყვანა იმიტომ არ აკეთებს
რადროს ბ გუნდია, დავიჯერო ესპანეთის მესამე დივიზიონი უფრო მაღალი დონე ვიდრე ყატარის ჩემპიონატი და აზიის ლიგა? რაუმდა ბ გუნდში, ლაპორტა არის ბოღმა ტიპი, ხავი ფონტის პონტში არ ევასება
ხავი ან მანჩინი გვინდა მანჩინი არ მოვა მსოფლიოს მოგება უნდა იქაა მთელი სულით და გულით და მეეჭვება ჩავის უნდოდეს ყატარში საუკეთესო წლები გატარება კაცი 41 წლისაა უკვე და ბაიერნს 34 წლის ბიჭები წვრთნიან და დროა უკვე ამ კაცმა ჩაიბაროს სადავეები
ჩავი მაშინაც კი იყო მარტინესზე უკეთესი როცა ფეხბულრელი იყო და ახლა ბევრად დაბრძენებულია ჩვენი მაესტრო და მგონი უკეთეს დროს ვეღარ მოძებნის ლაპორტა ჩავის დასაბრუნებლად, ასე რომ არანაირი ბ გუნდი პირდაპირ უნდა მიუშვან ძირითად გუნდთან
ბიჭო 10 წლის ჩავი უფრო კარგ შედეგს დადებდა მაგ ბელგიით ვიდრე მარტინესი დებს.მოდი რა უკანალს ნუ ათამაშებს ეს ლაპორტა,ჩავის გეგმა აქვს იცის რა უნდა გააკეთოს და 2 წელს ბარსა ბ ში არ დახარჯავს.ჩამოვა ყატარიდან და შეუდგება საქმეს.ლამპარდთან,პირლოსთან,არტეტებთან შედარება ხო არც ღირს.გვრადიოლა ჩავის გარეშე არავინ იქნებიდა და გაშვებას,რომ უპირებდნენ,მაგის გარეშე ვერაფერს ვიზამი თუ რაღაც მსგავსი უთხრა ხელმძღვანელობას.პეპს საკუთარი პირით აქვს ნათქვამი ჩემზე უკეთესი იქნებაო.კრუიფი,რომ ცოცხალი იყოს დარწმუნებული ვარ დაუფიქრებლა ეტყოდა ლაპორტას ჩავი მოიყვანეო.