“ბარსელონას” ექსფეხბურთელებისა და მომავალი მწვრთნელების რაოდენობა ჟულიანო ბელეტით იზრდება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ყოფილი მარჯვენა მცველი გუშინ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად ვიხილეთ.
ბელეტი ამჟამად ბრაზილიურ სერია ბ-ში მოთამაშე “კრუზეიროს” მთავარი მწვრთნელის, ვანდერლეი ლუშემბურგოს ასისტენტია, თუმცა “ვასკო და გამასთან” გუშინ გამართულ მატჩში, ლუშემბურგოს დისკვალიფიკაციის გამო, ბრაზილიურ გუნდს სწორედ ბელეტიმ უხელმძღვანელა.
ბელეტის სამწვრთნელო კარიერაში პირველი მატჩი მისმა გუნდმა ფრედ ითამაშა. “კრუზეირომ” “ვასკო და გამასთან” სტუმრად გამართული დაპირისპირება ანგარიშით 1-1 დაასრულა.
MD-ს ცნობით, ბელეტი სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და არცთუ ისე შორეულ მომავალში მთავარ მწვრთნელობას გეგმავს.
ჟულიანო ბელეტის გამოსარჩევი კარიერა არ ჰქონია, მაგრამ იგი “ბარსელონას” ისტორიაში სამუდამოდ შესული ფეხბურთელია. ბრაზილიელი “ბლაუგრანაში” 2004-2007 წლებში თამაშობდა. მან კატალონიური კლუბის მაისურით 102 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც “ბარსამ” 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.
ხო დაველოდოთ, მალე ალბათ ლიცენზიასაც აიღებს და პირდაპირ მოვიყვანოთ. რაღას ველოდებით.
კარგიით რააა!!! დაგვცინიიიიით?
დავიჯერო ესე დაეცაა ჩვენი უსაყვარლესი კლუბი?
იმედია ხუმრობთ
კუმანის მერე ამას მოიყვანენ, ამანაც ხომ გაიტანა ლიგის ფინალში გადამწყვეტი გოლი არსენალის კარში.
წარმატებები