“ბარსელონას” ლეგენდარული სკაუტი, ჟოან მარტინეს ვილასეკა, რომელმაც კლუბს 29 წელი მიუძღვნა, დღეს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის წარსულში ფეხბურთელი იყო, თუმცა “ბლაუგრანას” მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მიუძღვნა სიცოცხლე და სკაუტის გარდა “ბარსას” ახალგაზრდული გუნდების დირექტორი და ასევე სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
მის სახელს ისეთი ცნობილი ფეხბურთელების ტრანსფერები უკავშირდება, როგორებიც არიან გილერმო ამორი, ივან დე ლა პენია, ლუის გარსია, მიკელ არტეტა, ჩავი ერნანდესი, სერხიო გარსია, სესკ ფაბრეგასი, ბოიან კრკიჩი, ანდრეს ინიესტა და კარლეს პუიოლი.
ეს ყოფილა ბარსას აღმაშენებელი, ბართო კიდევ ჩვენი მურვან ყრუა.
ეს უნდა მიდიოდეს და დემბელეს ანდრე გომეშის ჩიგრინსკის ბრაიტვაიტის და ამათი მომყვანი სკაუტები მიწას უნდა ამძიმებდნენ?
სამწუხაროა, ნეტა დღესაც გვყავდეს ვინმე მსგავსი ადამიანი სტაფში, რომელსაც ექნება უნარი რომ ამოიცნოს და მოიყვანოს ისეთი ლეგენდები როგორებიც ვილასეკამ მოიყვანა თავის დროზე
ვწუხვარ ყველასთვის მნიშვნელოვანი კაცი დავკარგეთ