workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

18 სექტემბერს “ბარსელონამ” 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1894 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი სალვადორ ორმეუ. 1915-1918 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 17 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

1932 წელი

კატალონიის ჩემპიონატში “ბარსელონამ” “სანტსი” 5-1 დაამარცხა. იმავე დღეს კლუბის სხვა შემადგენლობამ “სანტსთან” ამხანაგური მატჩიც ჩაატარა და 0-2 წააგო

1949 წელი

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” მადრიდში ანგარიშით 1-6 განადგურდა. ამ მატჩში “ბარსამ” ლა ლიგაში თავისი მე-700 გოლი გაუშვა.

1977 წელი

57 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ხაუმე ელიასი.

1992 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ხელბურთელი ტიმოტე ნ’გესანი.

2001 წელი

ჩემპიონთა ლიგაზე “ფენერბაჰჩესთან” სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში ხავიერ სავიოლამ “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

2005 წელი

“ატლეტიკოსთან” სტუმრად ანგარიშით 1-2 წაგებულ შეხვედრაში ჩავიმ ლა ლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 19 სექ 2021, 09:54
    #2

    სავიოლა

    ციტატა: nika 54
    1992 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთელი ტიმოტე ნ'გესანი.
    ეს უნდა ჩავიწერო, არ დამავიწყდეს.


    აშკარად laughing

  • nika 54
    schedule 18 სექ 2021, 17:52
    #1

    1992 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთელი ტიმოტე ნ'გესანი.
    ეს უნდა ჩავიწერო, არ დამავიწყდეს.