ინგლისური “შეფილდ იუნაიტედი” “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველით, ალექს კოლიადოთი კვლავ დაინტერესებულია. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
“ბარსელონამ”, მისი სურვილის მიუხედავად, კოლიადოს დარეგისტრირება ვერ მოახერხა. “ბლაუგრანამ” მარტინ ბრეითუეიტის მძიმე ტრავმის შემდეგ 22 წლის ფეხბურთელის დარეგისტრირება სცადა, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამაზე უარი თქვა. კატალონიელები ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ.
MD-ს ცნობით, “შეფილდი” კოლიადოს დამატების სურვილს ისევ გამოთქვამს, მაგრამ ამ ეტაპზე საეჭვოა, გაუკეთებს თუ არა ინგლისური კლუბი “ბარსას” ახალ შემოთავაზებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.
ალექს კოლიადომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში მონაწილეობა 3 ამხანაგურ მატჩში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.
ნიუსი მინდა გავიგო რაზეა და ვერ ვხვდები.
იწერება რომ ისევ უნდა, მაგრამ არვიცით გააკეთებს თუ არა შეთავაზებას? და ეხლა ჩვენ რა უნდა დავწეროთ? გამოვიცნოთ შეფილდის გეგმები?
ჯერ მარტო დემირი რო ურჩევნია ამას კუმანი მაგიტოა გასაგდები
არადა დემირს ჯობია ეს
ხელის მოწერა როგორ დაავიწყდათ
ვინ გაუშვა თორე კი მიდიოდა
დებილებს ხელის მოწერა დაავიწყდათ თორე ეხლა შეფილდში იქნებოდა
იყოს ეხლა უგუნდოდ და უთამაშებელი უნდა გაეგაზა სადმე დროულად