“რევოლუცია” 21 მილიონად

“რევოლუცია” 21 მილიონად

მიუნხენის “ბაიერნთან” ავადგასახსენებელი ან საერთოდ არგასახსენებელი თამაშის შემდეგ, ავადსახსენებელმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონაში” ძირეული ცვლილებები საჯაროდ დააანონსა. ეს 14 აგვისტოს მოხდა.

მას შემდეგ გავიდა თითქმის 2 თვე და “ბარსელონამ” შემადგენლობის გაძლიერება მხოლოდ სერჟინიო დესტით შეძლო. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი, რომლებიც ამჟამად “ბარსელონაშია”, კატალონიურ გუნდს “ბაიერნთან” თამაშამდე უკვე გაფორმებული ჰყავდა. მათ შორის არიან მირალემ პიანიჩი, ფრანსიშკუ ტრინკაუ და პედრი. გამოდის, რომ “ბაიერნთან” წაგების შემდეგ “ბარსელონას” ბოსებმა იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს, რომ რაც გვაკლია, ეს 19 წლის სერჟინიო დესტიაო.

არის მეორე ვარიანტიც – კიდევ ბევრი რამ მოიფიქრეს, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მდიდარ საფეხბურთო კლუბს იმის საშუალება არ აღმოაჩნდა, რომ ტრანსფერებში 21 მილიონ ევროზე მეტი დაეხარჯა. არ ვიცი, რომელი ვარიანტი უფრო სამარცხვინოა იმ დროს, როდესაც კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზეც კი, “ჩელსი” ახერხებს ტრანსფერებში 171 მილიონი ევროთი მეტი დახარჯოს, ვიდრე გამოიმუშავებს, “ლიდსი” – 106 მილიონი, “მანჩესტერ სიტი” – 95, “ტოტენჰემი” – 85, “პარმა”!!! -75, “შეფილდ იუნაიტედი” – 62, “სევილია” – 60, მოსკოვის ცსკა!!! – 29, “ჰერტა” – 21 და ა.შ. “ბარსელონა” კი იმ გუნდებს შორის შედის, რომლებმაც 2021 წელს ტრანსფერებიდან უფრო მეტი თანხა გამოიმუშვეს, ვიდრე დახარჯეს – 2.5 მილიონით მეტი. და ეს მაშინ, როდესაც გუნდმა უფასოდ გაუშვა ლუის სუარესი, რაფინია და არტურო ვიდალი, ხოლო თითქმის უფასოდ ივან რაკიტიჩი.

2-8 წაგების შემდეგაც კი ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა ისეთი ცვლილებები განეხორციელებინა, გადაჭრით გვეთქმოდეს, რომ გავძლიერდით. მაგალითად “მანჩესტერ იუნაიტედმა” 1-6 წაგების შემდეგ ეს ნამდვილად მოახერხა. მანჩესტერელებს ამისთვის მხოლოდ 1 დღე ჰქონდათ, ჩვენ – 53 დღე.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • azulgerana
    08 ოქტ 2020, 04:06

    ვინ უნდა ეყიდა გარსია რომელსაც ვ
    გვარდიოლა იწუნებს თუ ტრავმირებული დეპაი? ვის რა სირად უნდ შენი ბებერი სუარესი და რაკიტიჩი ვიტალი და ყ.ლ.ედიბო ან ბრეუთვეიტი ესენი იყვნენ გუნდის ზედმეტი გადახალისებული სასტავი რომლებიც იკავებდნენ შტაბს და მათი ხელფასი უფრო ძვირი იყო ვიდრე გაჩუქება. მაგათი დაზღვევები და საოპერაციო ფულები იცი რა ჯდება? დემბელესაც ვერ ჰყიდიან ხო ხედავ და უმტიტისაც. რაფინია 2013 წლიდან საავადმყოფოში წევს რა დაუჯდა მისი შენახვა და ხელფასი იცი? და დღემდე ვერ მოუშორებიათ კიდე იჯარით გაუშვეს. მათ გამო რიკი პუჩი კიდე 3 წელი იუქმებდა და ანსუ ფატიც. ნუ შეეც ით ამ სუარესს საუკეთესო 9იანი არა ყლორტები

  • Iniesta_8
    07 ოქტ 2020, 21:47

    ანუ რა გინდათ რომ გუნდის 80% გაუშვან და მეგავარსკვლავებით ჩაანაცვონ სუყველა? არავის უნდა 33 წელს გადაცილებული პიკე და ბუსკეცი თუნდაც ათ მილიონად მაღალი ხელფასის და ასაკის გამო. ვინც წავიდა უფასოდ გაუშვეს თორე არავინ წაიყვანდა. ან მანჩესტერმა რა შეცვალა ძირეულად ისევ იგივე მწვრთნელი ყავთ და კავანი და ტელეში თუ იყიდეს ჯამში 20 მილიონად ხო რას ამბობ თავიდან ბოლომდე გადაეწყო გუნდი. ბარსამ ბევრად მეტი რამ შეცვალა მწვრთნელიდან დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული, მთელი სამწვრთნელო და სამედიცინო სტაფი, მალე ბორდიც წავა და პესი და ფიფა არაა ერთ დღეში როგორც გინდა მოაწყო ამხელა კლუბი. ასე რომ ცოტა დაიცადეთ და ყველანი ვნახავთ რა შეიცვალა და რა არა.