პეპ გვარდიოლამ დღეს “ეტიჰად სთედიუმზე” “შეფილდ იუნაიტედი” დაამარცხა და სამწვრთნელო კარიერაში საიუბილეო, მე-500 გამარჯვება იზეიმა.
“სიტი” პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებას ლიდერობს, პეპის გუნდმა 20 შეხვედრიდან 12-ში კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ 13 გოლი გაუშვა.
გვარდიოლას მიერ 3 გუნდში მოგებული 500 შეხვედრა რაოდენობრივად შემდეგნაირად იყოფა:
“ბარსელონა”- 179
“ბაიერნი”- 124
“მანჩესტერ სიტი”- 197
ასეთ დღეში მყოფ ბარსას მაინც, რომ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ლა ლიგაში.
ეჰ რა დრო იყო, ამ კაცის ბარსა რო მახსენდება ჟრუანტელი მივლის და გული სიამაყით მევსება რომ ასეთი დაუმარცხებელი ლამაზად და საღად მოთამაშე და საათივით აწყობილი გუნდი გვყავდა🥺💪
უდრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგო მაგ მეხუთასე თამაში მერე. მარტო ერთი გოლი შეფილდთან ტეხავს.
ბარსას ისტორიაში და მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო მწვრთნელი💜❤💜