ახლახანს ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” მომდევნო შეხვედრას “ბაიერნის” წინააღმდეგ, რომლითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას დაიწყებს, ინგლისელი არბიტრი, მაიკლ ოლივერი განსჯის.
36 წლის ოლივერი პრემიერ ლიგის მსაჯი 2010 წლიდანაა, საერთაშორისო ტურნირებზე კი მას “რეალისა” და “იუვენტუსის” ხმაურიანი მატჩი (1-3) უკავშირდება, სადაც მაიკლმა ბოლო წუთზე საკამათო პენალტი დანიშნა და “იუვეს” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მოედნიდან გააძევა.
ოლივერმა “ბარსელონას” შეხვედრებში აქამდე ორჯერ იმსაჯა: 2019 წელს, “სლავიასთან” (0-0) და წინა სეზონში კიევის “დინამოსთან” (2-1).
“ბარსელონა”-“ბაიერნის” დაპირისპირება “კამპ ნოუზე” 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
ეს კლატენბურგია სურათზე, რა შუაშია ოლივერი ?!
მიდი ოლივერ შენი იმედი გვაქვს, აბა ბრეითვეიტის იმედზე ხო არ ვიქნებით.
ეს მსაჯი არ მომწონს. ლჯპტის ჰგავს
ანუ კაი ჩათლახობებს უნდა ველოდოთ