UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გასამართი მატჩების მსაჯები დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენის” დაპირისპირების არბიტრის ვინაობა.
პსჟ-თან შეხვედრას 40 წლის ინგლისელი არბიტრი მაიკლ ოლივერი გაუძღვება.
ოლივერმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო. ის პრემიერ ლიგაში 2010 წლიდან მსაჯობს. მაიკლი 2012 წლიდან FIFA-ს სერტიფიცირებული არბიტრია, 2018 წლიდან კი UEFA-ს ელიტურ მსაჯებს შორისაა.
მაიკლ ოლივერი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშში საშუალოდ 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, 4.51 – ყვითელ და 0.22 წითელ ბარათს აჩევენებს.
“ბარსელონას” ოლივერის მსაჯობით უარყოფითი შედეგი აქვს – 4 მატჩში 1 მოგება, 1 წაგება და 2 ფრე. “ბლაუგრანამ” 4 გოლი გაიტანა, 6 კი გაუშვა. მაიკლმა კატალონიელები 4-ჯერ გააფრთხილა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები – 12-ჯერ. ინგლისელ არბიტრს მოედნიდან არცერთი მოთამაშე არ გაუძევებია. მან “ბარსას” სასარგებლოდ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, საწინააღმდეგოდ – არცერთი.
ოლივერს პსჟ-ის 5 თამაშში უმსაჯია. პარიზელების შედეგი ასეთია: 3 მოგება, 1 წაგება და 1 ფრე. “პარი სენ-ჟერმენმა” 13 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა. ოლივერმა ფრანგული კლუბის ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს კი – 14. მაიკლმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან ერთხელ გააძევა. არბიტრმა პსჟ-ის სასარგებლოდ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ამდენჯერვე – საწინააღმდეგოდ.
მოკლედ, პსჟ+მსაჯებთან გვიწევს თამაში.
წარმატება ჩვენს ბიჭებს!!..
visca barca!.✊
ვნახოთ ვნახოთ
იქიმედია მთლად მარცინიაკი არ იქნება.
ოᲦონდ ეს არა რაა..
როგორ იმსსჯებს ვნახოთ