ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 4 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 4 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

4 სექტემბერს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს და 4 წააგეს.

1967 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი იგორ კორნეევი. 1994/95 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 14 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

1982 წელი

“ბარსელონას” შემადგენლობაში დიეგო მარადონას ოფიციალური დებიუტი შედგა. “ვალენსიასთან” სტუმრად 1-2 წაგებულ შეხვედრაში კატალონიელთაგან ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.

1999 წელი

76 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ემილიო ალდეკოა.

2020 წელი

ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ წასვლის სურვილის მიუხედავად ის “ბარსელონაში” რჩება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 20:58

    მაგარი თარსი დღე.

  • azulgerana
    schedule 04 სექ 2021, 12:58

    რა ცუდი დღე ყოფილა ბარსასთვის