წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
3 სექტემბერს “ბარსელონამ” 9 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
1934 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფრანგი ნახევარმცველი და მწვრთნელი ლუსიენ მიულერი. 1965-68 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 80 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდში თამაშის დროს მიულერმა 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ესპანეთის თასი მოიგო. 1978/79 წლების სეზონში ის “ბარსას” მთავარი მწვრთნელი იყო.
1959 წელი
“ბარსელონამ” ჩემპიონთა თასზე (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) ისტორიაში პირველი თამაში ჩაატარა. 1/16 ფინალის პირველ მატჩში კატალონიელები სოფიის ცსკა-ს სტუმრად დაუზავდნენ, 2-2.
1972 წელი
“კამპ ნოუს” გამომცხადებელმა, მანელ ვიშმა კატალონიურ ენაზე პირველი განცხადება გააკეთა: “დაიკარგა ბავშვი, რომელიც დიდი ტრიბუნის შესასვლელთან იცდის”. ამან ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლის, ტომას გარიკანო გონის განრისხება გამოიწვია და მან მომხდარის ახსნა-განმარტება მოითხოვა.
1988 წელი
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოჰან კრუიფის ოფიციალური დებიუტი შედგა. ლა ლიგის პირველ ტურში მისმა გუნდმა “ესპანიოლი” 2-0 დაამარცხა. გოლები რობერტ ფერნანდესმა და დებიუტანტმა ჩიკი ბეგირისტაინმა გაიტანეს.
2003 წელი
კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ლეგენდარული ღამე, რომელიც “შუაღამის მატჩის” (El partido del gazpacho) სახელით შევიდა ისტორიაში. საერთაშორისო სანაკრებო პაუზის გამო შექმნილი კალენდარული ჩიხის გადასაჭრელად, “ბარსელონამ” “სევილიასთან” მატჩი ოთხშაბათს, ღამის 00:05 საათზე დანიშნა. გულშემატკივრების მოსაზიდად სტადიონზე უფასო გასპაჩო და ტკბილეული რიგდებოდა, ტრიბუნებზე კი 80 000-ზე მეტი მაყურებელი შეიკრიბა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, თუმცა ისტორიაში შევიდა რონალდინიოს ფენომენალური გოლით: ბრაზილიელმა ჯადოქარმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოიღო, ორი მეტოქე ჩამოიცილა და დაახლოებით 30 მეტრიდან ბურთი ხარიხის გავლით ბადეში შეაგდო, რაც მისი სადებიუტო ოფიციალური გოლი იყო კატალონიური გრანდის რიგებში.
ამ მატჩში “ბარსელონას” მაისურით რაფა მარკესის ოფიციალური დებიუტი შედგა.
2008 წელი
80 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ლეგენდარული მცველი ჟოან სეგარა.
სადებიუტო გოლიც ეგეთი უნდა ბლიინ ეს რა გაიტანა. სტადიონზე ხალხის ოვაციები ნახე
3 სექტემბერს "ბარსელონამ" 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
კარგია რო გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა. ადრე ასე წერდით: კატალონიელებმა 5 მოიგეს 2 ფრედ დაასრულეს და 0 წააგეს.
სადებიუტო გოლებს შორის საუკეთესო გოლი👌