ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 2 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 2 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

2 სექტემბერს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 2 წააგეს.

1938 წელი

ესპანეთის სამოქალაქო ომში 31 წლის ასაკში დაიღუპა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ანხელ აროშა.

1984 წელი

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში ტერი ვენეიბლზის სადებიუტო მატჩში “ბლაუგრანამ” “რეალ მადრიდი” მადრიდში 3-0 გაანადგურა. ანგარიში ანხელმა ავტოგოლით გახსნა, რასაც კატალონიელთა მხრიდან გოლები დებიუტანტებმა, არჩიბალდმა და კალდერემ დაამატეს.

1989 წელი

ლა ლიგაში “ვალიადოლიდთან” სტუმრად 0-2 წაგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით რონალდ კუმანისა და მიკაელ ლაუდრუპის ოფიციალური დებიუტი შედგა.

2007 წელი

“ბილბაოსთან” 3-1 მოგება ჩავისთვის ლა ლიგაში 250-ე თამაში გამოდგა.

2018 წელი

ლა ლიგის მატჩში “ბარსელონამ” “უესკა” 8-2 გაანადგურა. კატალონიელთა მხრიდან გოლები მესიმ (2), სუარესმა (2), დემბელემ, რაკიტიჩმა და ალბამ გახსნეს, ხოლო ერთი ბურთი საკუთარ კარში პულიდომ ჩაჭრა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    02 სექ 2021, 14:11

    ვალვერდეს ბარსას მგონი 8 გოლი მეტჯერ არც გაუტანია

  • azulgerana
    02 სექ 2021, 13:57

    2007 წელი
    "ბილბაოსთან" 3-1 მოგება ჩავისთვის ლა ლიგაში 250-ე თამაში გამოდგა 2007 წელი
    "ბილბაოსთან" 3-1 მოგება ჩავისთვის ლა ლიგაში 250-ე თამაში გამოდგა