როგორც ჩანს სესკ ფაბრეგასის სერიალი დასასრულს უახლოვდება. “RAC 1″–ის ინფორმაციით ეს კვირა გადამწყვეტი იქნება კატალონიელის გადასასვლელად მშობლიურ კლუბში.
ლონდონში ბოლო ვიზიტის დროს ხოსე მარია ბართომეუ და რაულ სანლეხი ფეხბურთელის აგენტს, დარენ დეიანს შეხვდნენ და შეიმუშავეს საბოლოო სტრატეგია ვენგერთან სალაპარაკოდ. როგორც კატალონიური “მუნდო დეპორტივო” აცხადებს ფეხბურთელი მზადაა ხელფასის შემცირებაზე და ამ კვირაში შეხვდება არსენ ვენგერს და “არსენალის” გენერალურ დირექტორს, ივან გაციდის.
“ბარსამ” კი თავის მხრიც “არსენალს” უკანასკნელი წინადადებით მიმართა და ახლა ფეხბურთელმა უნდა იმოქმედოს, რათა გაიერკვეს სიტუაცია. ასე რომ ფაბრეგასის საგის დასასრული სულ უფრო და უდრო გვიახლოვდება…



