workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი: “რონალდინიომ არჩევანი უნდა გააკეთოს”

სკოლარი: “რონალდინიომ არჩევანი უნდა გააკეთოს”

პორტუგალიის ნაკრების თავკაცი, ლუიშ ფილიპე სკოლარი თვლის, რომ “ბარსელონას” ლიდერ, რონალდინიოზე, გულშემატკივრების მხრიდან ზედმეტი ზეწოლა არის.

შეგახსენებთ, რომ სკოლარი წვრთნიდა ბრაზილიის ნაკრებს, რომელთან ერთადაც რონალდინიომ 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

“რონალდინიო დღეს უკვე ის აღარ არის, რაც 2002-2003 წლებში იყო. მისი დიდება წარსულს ჩაბარდა. უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი ათი წლის განმავლობაში ერთ დონეზე ვერ ითამაშებს. რონალდინიო ძველებურად ვერასდროს ვეღარ ათამაშდება,  როგორც არ უნდა სურდეს ეს მის გულშემატკივარს. ის ფაქტი, რომ “ლიონთან” მატჩში იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, შეიძლება იქცეს უკანასკნელ წვეთად. მან ეს ღირსეულად მიიღო, მაგრამ მემგონი ძალიან განიცდის. მან უნდა გადაწყვიტოს – დარჩეს “ბარსელონაში, თუ მისთვის “ჩელსიში” გადასვლა უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

წყარო: www.euro-football.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward