ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “დარწმუნებული ვარ, რომ სესკი გადმოვა”

ბართომეუ: “დარწმუნებული ვარ, რომ სესკი გადმოვა”

“ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ ალექსის სანჩესის წარდგენისას პრეს–კონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე ზაფხულს “არსენალისა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი კატალონიურ კლუბში გადავა.

“მოლაპარაკებები სესკთან დაკავშირებით სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. იმ თანხით, რაც ჩვენ გვაქვს ყველაფერს ვციდოლბთ, რომ ის შევიძინოთ. ჩვენ დრო 30 აგვისტომდე გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება” – განაცხადა ხოსე მარია ბართომეუმ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” გუშინ “არსენალს” სესკში 36 მილიონი ევრო შესთავაზა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში