წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
18 აგვისტოს “ბარსელონამ” 3 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს და 1 წააგეს.
1971 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი შვედი მცველი პატრიკ ანდერსონი. 2001-2004 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 33 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1998 წელი
“ბარსელონას” მაისურით ჩავი ერნანდესის ოფიციალური დებიუტი შედგა. ესპანეთის სუპერ თასზე “მალიორკასთან” 1-2 წაგებულ შეხვედრაში სტუმართაგან ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.
2004 წელი
“ვილაფრანკასთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (6-0) “ბარსელონას” შემადგენლობაში სამუელ ეტო’ოსა და დეკუს დებიუტი შედგა.
2013 წელი
ტატა მარტინოსა და ნეიმარის სადებიუტო მატჩში, ლა ლიგის პირველ ტურში “ბარსელონამ” “ლევანტე” 7-0 გაანადგურა. კატალონიელები პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 6-0 იგებდნენ. გოლები მესიმ (2), პედრომ (2), ალვესმა, ჩავიმ და სანჩესმა გაიტანეს.
2014 წელი
გამპერის თასზე “ლეონთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (6-0) “ბარსელონას” მაისურით ლუის სუარესის დებიუტი შედგა.
2014 იც
1998 მაგარი წელი იყო
ვინმეს გახსოვთ როდის დაიწყო ეს რუბრიკა: ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში?
მაინტერესებს, ერთი წელი რო შეუსრულდება, მაგით დამთავრდება თუ ახალ კრუგზე წავლენ.
2013 წელი განსხვავებული იყო მაინც. დიდი იმედები და განსხვავებული ემოციები.კლუბის და მესის ზენიტში ყოფნა
თან ნეიმარიც რო გადმოვიდა, ვინ იფიქრებდა მაშინ მასთან და მესისთან ერთად ერთადერთ ლიგას რო მოვიგებდით მხოლოდ და ასე რო ჩამოიშლებოდა ერთ დროს დიდი კლუბი :))))