ტერ შტეგენი კიევის "დინამოსთან" მატჩის განაცხადში მოხვდება | AS

ტერ შტეგენი კიევის "დინამოსთან" მატჩის განაცხადში მოხვდება | AS

"ბარსელონას" გერმანელი კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კიევის "დინამოსთან" თამაშისთვის მზად იქნება. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

მადრიდული წყაროს ცნობით, ტერ შტეგენი, სავარაუდოდ, უკრაინულ გუნდთან თამაშის ნებართვას მიიღებს და შეხვედრის განაცხადში მოხვდება. იგეგმებოდა, რომ კიევის "დინამოსთან" ძირითად შემადგენლობაში კვლავ ნეტუ ითამაშებდა, გერმანელი კიპერი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩებოდა, თუმცა, ბრაზილიელის მიერ "ალავესთან" დაშვებულმა საბედისწერო შეცდომამ, შესაძლოა, "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს გეგმები შეაცვლევინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, სასტარტოში ტერ შტეგენი ათამაშოს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ტერ შტეგენს "ბეტისთან" გასამართ მატჩში ძირითადში აუცილებლად ვიხილავთ.

"ბარსელონასა" და კიევის "დინამოს" დაპირისპირება 4 ნოემბერს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 ნოემბერი 2020 21:19
    0
    ძაან კარგი ამბავია.იმედია ფორმაში იქნება შტეგო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    luka barsa
    სტუმარი [?]
    #1 1 ნოემბერი 2020 21:06
    0
    dzan didi klasis mqone kiperi ragaca mainc aklia manus donemde misasvlelad