არგენტინელმა ვუნდერკინდმა, ლეო მესიმ ალექსის სანჩესის შესახებ ისაუბრა.
კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლიონელ ანდრეს მესიმ შეაქო ალექსის სანჩესი და განაცხადა, რომ “ის ბრწყინვალედ მოერგება კატალონიელთა სქემას.”
მესიმ, რომელიც ამჟამად მშობლიურ ქალაქ, როსარიოში ისვენებს, ინტერვიუ “La Tercera”–თან ჩაწერა და განაცხადა, რომ “ალექსისი “ბარსას” ძლიერ გააძლიერებს. მისი თვისებების გამო, სანჩესს ბრწყინვალე ფეხბურთელად და შესანიშნავ ადამიანად მივიჩნევ.”
ლეომ, რომელმაც ხოტბა შეასხა ჩილელს, განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებოდა “კოპა ამერიკაზე” “ბარსელონას” 9 ნომერის თამაშს და მიხვდა, რომ ალექსისი დიდებული მოთამაშეა.
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველ კლუბში თამაშობს თვლის, რომ “ჩილელი კლუბს მხოლოდ გააძლიერებს.”
“ბოლო წლებში, ჩვენ ისტორია თავიდან დავწერეთ. რაც შეგვემთხვა, უბრალოდ ფანტასტიური იყო. მოტივირებას ჩვენ მისტერი და ის, რაც სიამოვნებას გვანიჭებს – ფეხბურთი გვაძლევს. ჩვენი უპირველესი სურვილია, რომ ჩვენი გულშემატკივრები ბენდიერნი ვაქციოთ“.



