ადრიანო: "სევილიაში თამაში ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობა"

ადრიანო: "სევილიაში თამაში ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობა"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად "ბარსელონას" ღირსებას იცავს, ჟურნალისტებთან ისაუბრა "ბარსელონა"–"სევილიას" მატჩზე. იგი სწორედ ანდალუსიური კლუბიდან გადმობარგდა "ბლაუგრანაში".

 

ადრიანო შეხვედრას მართავს სწორედ იმ გუნდთან, რომლიდანაც "ბარსაში" გადმოვიდა. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა:"სანჩეს პისხუანზე" 6 არაჩვეულებრივი სეზონი გავატარე, სწორედ ამიტომ თამაში სევილიაში – ეს განსაკუთრებული გრძნობაა ჩემთვის". ადრიანო პირველად არ თამაშობს "სევილიას" წინააღმდეგ "ბარსას" მაისურით. მან სეზონის პირველი შეხვედრა სწორედ "სანჩეს პისხუანზე" ჩაატარა, რომლის შემდეგაც, "ბლაუგრანა" დაეუფლა სეზონის პირველ ტიტულს:"ყოველთვის, როდესაც აქ ვთამაშობ, არის განსაკუთრებული მატჩი. მე ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი , როცა სუპერთასის შეხვედრაში ანდალუსიურმა პუბლიკამ შესანიშნავად მიმიღო". ადრიანო საკმაოდ კარგად იცნობს იქაურ ფანებს და კარგად ესმის, რომ ისინი მატჩის ბოლო წუთამდე გაამხნევებენ საკუთარ გუნდს:"ატმოსფერო მართლაც შესანიშნავი იქნება. ასეთ თამაშებში ფანები მთელ სტადიონს ავსებენ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ადგილზე იმყოფება "სევილია" სატურნირო ცხრილში".

 

ადრიანომ დაამატა, რომ ანდალუსიელებს სერიოზული ამბიციები აქვთ:"ისინი საკმაოდ ძლიერი ოპონენტები არიან. მათ სურთ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მაშინაც , როცა მე აქ ვთამაშობდი, გუნდი ყოველთვის ლიდერებს შორის იყო" - დაასრულა ბრაზილიელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.