workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

“მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ამ 9 წლის განმავლობაში მე დიდი სიამოვნება მომანიჭეს – ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებსა და პირველი გუნდის ფებურთელებს, მედიასა და ფანებს … მათ გარეშე მე თამაშის გაგრძელება არ შემეძლებოდა … მე ყოველთვის ვუგულშემატკივრებ “ბარსას”. დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ კლუბის დატოვება მიწევს, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ “რომაში” გავაგრძელებ კარიერას. მათ მე ბევრი რამ დამანახეს გასულ თვეში. ვიმედოვნებ, რომ მათ დიდ სიამოვნებას მივანიჭებ. Visca el Barça i visca la Roma!” – ბოიან კრკიჩი.

 

კატალონიის “ბარსელონას” პირველ გუნდში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კატალონიელი ბოიან კრკიჩი კლუბს ტოვებს. 41 გოლის ავტორი საფეხბურთო კარიერას იტალიურ “რომაში” გააგრძელებს…

 

“ბარსას” ცხრანომრიანი მაისურის მფლობელი გუნდს ტოვებს. კატალონიური გუნდის ახალგაზრდა ფორვარდი “ბარსელონას” პირველი გუნდის თანხლებით პირველად მოედანზე ფრანკ რაიკაარდის “ბარსაში” ყოფნის ბოლო წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, ბოიანს ანგარიშზე 41 გატანილი გოლი დაუგროვდა. აქედან 26 “ლა ლიგაში” მოღვაწე გუნდების კარშია გატანილი, ხოლო ცხრა გოლი “სამეფო თასზე” მოასპარეზე გუნდებს ეკუთვნით. “ჩემპიონთა ლიგაზე” ბოიანმა თავის გამოჩენა 5–ჯერ მოახერხა, ხოლო “ესპანეთის სუპერ–თასზე” იგი მხოლოდ ერთი გოლით შემოიფარგლა – ამ ყველაფრის გაკეთება მან 163 ჩატარებულ შეხვედრაში მოახერხა, რომელთა უმრავლესობის დროსაც იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა.

 

“ბარსელონას” 12 წლამდელთა გუნდიდან მოყოლებული, ბოიან კრკიჩმა ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა. პირველად იგი “ბარსელონას” 1999/00 წლების სეზონში შეუერთდა. პირველ გუნდში მისი ოფიციალური დებიუტი კი 2007 წლის ზაფხულს შედგა. მაშინ “ბარსას”, ჰოლანდიელი სპეციალისტი, ფრანკ რაიკაარდი წვრთნიდა – ეს კი მაშინ, როდესაც კრკიჩი მხოლოდ 17 წლის გახლდათ. თუმცა, მისი არაოფიციალური დებიუტი უფრო ადრე შედგა, როდესაც ახლა უკვე “რომას” ფორვარდი, 16 წლის გახლდათ. მისი პირველი მატჩი ეგვიპტეში შედგა, სადაც მან მოწინააღმდეგეთა კარის აღებაც კი შეძლო.

 

ბოიან კრკიჩმა “ბარსას” პირველი გუნდის რიგებში ყოფნის პირველ წელს მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვრა თორმეტჯერ (10 გოლი – “ლა ლიგა”, ხოლო  2 – “სამეფო თასი”) მოახერხა, რაც ყველასათვის მოულოდნელი რამ გახლდათ.  27 ნომრიანი მაისურით ბოიანმა “ჩემპიონთა ლიგაზეც” გამართა შეხვედრა. ის ამ მატჩის წყალობით, “ბარსას” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა (17 წლისა და 22 დღის), რომელიც “ჩემპიონთა ლიგაზე” გამოვიდა. როდესაც მას 17 წელი და 217 დღე შეუსრულდა, მან მოახერხა და “ჩემპიონთა ლიგის” გათამაშებაში გოლიც გაიტანა, რითიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების მეორე, ხოლო “ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. კრკიჩმა “პრიმერა დივიზიონში” სადებიუტო გოლი 2007 წლის 20 ოქტომბერს, “ვილიარეალის” კარში გაიტანა.

 

გვარდიოლას ერის დასაწყისში, ბოიანი “ბარსას” მხრიდან, “სამეფო თასის” გათამაშების საკვანძო ფიგურად იქცა. ამ გათამაშებაში, თავდამსხმელმა ხუთი გოლის გატანა შეძლო. მათ შორის ერთ–ერთი ვალენსიაში გაიტანა, როდესაც “ბარსელონა” ჩემპიონატის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკს” უპირისპირდებოდა. ამჯერად უკვე თერთმეტნომრიანი მაისურის მფლობელი ,ტრიპლეტის ერთ–ერთი ნაწილიც გახდა. მაშინ იგი 18 წლის გახლდათ.

 

2009/10 წლებში, კატალონიის “ბარსელონას” შვედი ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეუერთდა. ეს კი ბოიანის მეორეხარისხოვან ფეხბურთელად ქცევის უმთავრეს მიზეზად იქცა. თუმცა, “ვილიარეალისა” და “სევილიას” კარებში გატანილი გოლების წყალობით, იგი გუნდს მიყოლებით მეორე “პრიმერას” ტიტულის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა.

 

2010/11 წლების სეზონში ბოიანი ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა – მან მხოლოდ 7–ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგეთა კარების აღება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წინა სეზონში მას უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცა, ვიდრე მის ბოლო სეზონში – პეპ გვარდიოლას დავალებით, ბოიანს  ხან სათადარიგოთა სკამები აკავებდნენ, ხანაც ცხრანომრიანი მაისურის მფლობელს ტრავმები ახსენებდნენ-ხოლმე თავს. სწორედ ტრავმების გამო, ბოიანმა “პრიმერა დივიზიონის” გადამწყვეტი მატჩი “ალმერიას” წინააღმდეგ და “ჩემპიონთა ლიგის” 1/2 ფინალური ეტაპი “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ, გამოტოვა.

 

ბოიანმა “ბარსას” მაისურით თავისი ბოლო, 41–ე გოლი “ლა ლიგას” ბოლო ტურში, “მალაგას” კარში, თერთმეტმეტრიანის კარგად შესრულების შედეგად გაიტანა. ამ მატჩში, მის მკლავს კაპიტნის სამკლაური ამშვენებდა … მე კი იმედს ვიტოვებ, რომ ბოიანს “ბარსას” მაისურით კვლავ ვიხილავთ.

 

სურათები

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

Photo: Archive FCB

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward