COPE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესის მამა და აგენტი ხორხე მესი ამ წუთებში ბარსელონაში მიფრინავს.
წყაროს ცნობით, ხორხე მესი კატალონიის დედაქალაქში თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათისთვის იქნება, სადაც მას “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და თავად ლეო ელოდებიან.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი “ბარსასთან” ახალ კონტრაქტს დღეს გააფორმებს.
ისე ეს ფეხბურᲗელის მამები რა ᲩაᲗლახები არიან ზოგადად 😁
დიდად არც ეს კაცი მევასება
დავიჯერო მამამისის გარეშე ლაპორტას ვერ დაელაპარაკება თუ სავალდებულოა ხელოწერაზე დასწრება აგენტისა. არ გაგეცინება კაცს მესის ერთი აგენტი ყავს და მორიბას რამდენიმე. ზუსტად არ ვიცით იმიტომ რო არ ასაჯაროებენ და ასეც აცხადებენ ხოლმე მორიბა და მისი აგენტებიო. ეხლა კი გაუჩნდებათ ბლომად საქმე ამ "აგენტებს" თვეზე ნაკლები აქვთ დრო რო გუნდი უშოვონ.
დადგა ეს ნანატრი დღეც✍✍