“არსენალის” ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი არ მიჰყვება გუნდს გერმანიაში, სადაც ლონდონური კლუბი გამართავს ამხანაგურ მატჩს კიოლნში.
იმის მიუხედავად, რომ ვენგერის მიზანი იყო სესკის გუნდში ჩართვა ეჭვგარეშეა, რომ ფეხბურთელი ივარჯიშებს ინდივიდუალურად და არ გაჰყვება გუნდს ამ მატჩის სათამაშოდ.
5 ივლისიდან, როდესაც “არსენალმა” ვარჯიში განაახლა, სესკი გუნდისგან განმარტოებით ვარჯიშობს, რათა დააჩქაროს მისი “ბარსაში” გადასვლა. ფეხბურთელმა კატეგორიულად განუცხადა მწვრთნელს, რომ ის არ აპირებს ვარჯიშს გუნდთან ერთად მას შემდეგ, რაც ვენგერმა პირობა მისცა მას, რომ გაუშვებდა, მაგრამ სიტყვა არ აასრულა. ვენგერი მიხვდა, რომ ფეხბურთელის ნდობა დაკარგა. სწორედ ამიტომ არ დააძალა მან სესკს აზიურ ტურნეში წაყოლა.
ახლა სესკი არ მიდის კიოლნში სათამაშოდ და უცდის, რომ “ბარსასა” და “არსენალს” შორის მოლაპარაკებები ბედნიერად დასრულდება.



