workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
1 - 0
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer
ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის საქველმოქმედო მატჩი არ ჩატარდება

ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის საქველმოქმედო მატჩი არ ჩატარდება

“ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის აგვისტოში “კამპ ნოუზე” გასამართი საქველმოქმედო შეხვედრა გაუქმდა, ამ ინფორმაციას მატჩის ერთერთი ორგანიზატორი, ხუან კარლოს უნსუე, ადასტურებს.

ამხანაგური მატჩის მიზანს ALS-ის (ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის) შესწავლისა და მკურნალობის გზების ძიებისთვის თანხის შეგროვება წარმოადგენდა. TV3-თან საუბარში “ბარსას” მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი, რომელიც ALS-ით არის დაავადებული, აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, მატჩი მიმდინარე თვეში აღარ ჩატარდება.

ჩემთვის, ეს გადაწყვეტილება ძალიან რთულია. სამწუხაროდ, მატჩის გადადება გვიწევს. მატჩის მიზანი ALS-ის კვლევისთვის ფინანსური რესურსის შეგროვებაა.

მატჩი აუცილებლად ჩატარდება. თუ ეს სეზონის მიმდინარეობისას ვერ შევძელით, მისი მომდევნო სეზონის სტარტზე გამართვა განიხილება. ორივე გუნდისთვის მისაღები დრო უნდა შეირჩეს.

– ამბობს უნსუე.

აგრეთვე, 8 აგვისტოს, გამპერის თასის შეხვედრა “იოჰან კრუიფზე” გაიმართება, რადგან კატალონიის მთავრობამ “ბარსას” “კამპ ნოუზე” მაყურებლის დაშვების უფლება არ მისცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 03 აგვ 2021, 20:48
    #2

    ვწუხვარ სასტავ

  • nika 54
    schedule 30 ივლ 2021, 13:05
    #1

    და იუვე მთელი გუნდით კარანტინზე გადისო, ვიღაცეებს კოვიდი აღმოუჩინესო, სიმართლეა ნეტავ ან მოასწრებენ აღდგენას იტალიელები?