როგორც ესპანური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება, “ბარსელონა ბ”–ს ნახევარმცველი, ორიოლ რომეუ მომავალი სეზონიდან “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს…
კატალონიური კლუბი მოლაპარაკებებს ლონდონის “ჩელსის” მესვეურებთან მართავს. საქმე იმაში გახლავთ, რომ შესაძლოა მომავალი სეზონიდან ვილიაშ ბოაშის რიგებში “ბარსა ბ”–ს ნახევარმცველი, ორიოლ რომეუ ვიხილოთ. სავარაუდოდ, “ჩელსი” ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევრო გადაიხდის. ამასთან ერთად კი 2 წლის შემდეგ “ბარსას” ორიოლის გამოსყიდვა შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ლონოდნური კლუბის ხელმძღვანელებმა “ბარსელონადან” ერთი ფეხბურთელის გადაბირება უკვე მოახერხეს – მათ შეთანხმებას “ხუვენილ ა”–ში მოთამაშე გაელ ეტოკთან მიაღწიეს.