ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამორანო:”ალექსისი “ბარსას” სქემას მოერგება”

სამორანო:”ალექსისი “ბარსას” სქემას მოერგება”

“Marca” გვატყობინებს, რომ  ჩილეს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან სამორანომ თავისი აზრი გამოთქვა ალექსის  სანჩესის შესახებ. 

 უკვე გადაწყვეტილია, რომ ალექსის სანჩესი “უდინეზედან” “ბარსაში” გადაბარგდება და კატალონიურ გრანდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

 შეგახსენებთ, რომ დღეს  ჩილელის აგენტი კატალონიაში ჩავიდა, რათა მოაგვაროს დარჩენილი მცირე დეტალები.

 “ნეიმარისა და განსოსგან განსხვავებით, ალექსის სანჩესს დიდი პლიუსი აქვს – მას  ევროპაში თამაშის გამოცდილება აქვს. დამეთანხმებით ალბათ, რომ იტალიურ “კალჩიოში”  წარმატების მიღწევა არ არის ადვილი. ალექსისი აფასებს კარგ მწვრთნელებს. ის კარგი ადამიანია. სანჩესს ასევე კარგად შეუძლია დამრიგებლის მოსმენა და მისი დავალებების შესრულება. ჩემი აზრით, ის გვარდიოლასა და “ბარსას” სტილს შეეწყობა.” – განაცხადა  სამორანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში