“ბარსელონა” სარეზერვო გუნდის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, რეი მანაის გაყიდვას აპირებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
24 წლის თავდამსხმელმა გუშინ კატალონიელთა მთავარ გუნდში “ჟიმნასტიკთან” მატჩში (4-0) პირველად ითამაშა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა – ალბანელმა შემტევმა ჰეთ თრიქი შეასრულა.
Sport-ის ინფორმაციით, მანაი ტრანსფერზე იმყოფება. რონალდ კუმანის გუნდში მისი ადგილი არაა, კლუბს კი ამ ზაფხულში ალბანელის გაშვებით ფულის გამომუშავება უნდა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ რეის, რომელიც “ბარსამ” გასული წლის იანვარში 2 მილიონ ევროდ დაიმატა, პირველ გუნდში არასდროს მოიაზრებდა.
გავრცელებული ცნობებით, მანაის შეძენის სურვილს პორტუგალიური “ფამალიკაუ” და ესპანური “კადისი” გამოთქვამენ.
რეი მანაიმ “ბარსელონა ბ-ს” რიგებში გასულ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.
და რა უნდა აიღონ ამაში? 5 მილიონი?
არიქა ლამასიელი ვინც კაია გაუშვით, არ დატოვოთ არც ერთი, ზატო დემბო და ბრაითა გვყავს ორი სუპერ უთაო ქათამი!
ასეთი შეცდომა არ უნდა ქნათ!
არ გაუშვათ დააწინაურეთ ძირითადში, თუნდა სათადარიგოზე
დააწინაურონ ბრაიტვაიტს მაინც ხო აჯობებს
ფამალიკაუში გაუშვან. ასე ვინც გაუშვეს ლა ლიგაში მერე ყველამ გოლი გაგვიტანა
ბრაიტის ნაცვლად დაეწინაურებინათ, იქნებ უკედაც ეთამაშა.
სეგუნდა ბ ეს იგროკია 10 ბევრია. 4 მაქსიმუმ
ხო აბა 25 წლისას ვინ დააწინაურებს,ან რა დასაწინაურებელი ეგაა?
არსდა თავის დროზე იმტერში ამის იმედი ქონდათ