workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 4-0 ჟიმნასტიკი | მიმოხილვა

ბარსელონა 4-0 ჟიმნასტიკი | მიმოხილვა

იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე “ბარსელონასა” და “ჟიმნასტიკს” შორის შეხვედრა კატალონიელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

მასპინძელთა მხრიდან თავი რეი მანაიმ ჰეთ-თრიქით გამოიჩინა, 1 გოლი კი ალექს კოლიადოს ანგარიშზეა.

პირველ ტაიმში “ბარსელონა” მინდორზე უფრო ძლიერი შემადგენლობით გამოვიდა, მაგრამ სათამაშო უპირატესობა ტაბლოზე გოლებში ვერ გარდასახა. რონალდ კუმანის გუნდმა მატჩის 38-ე წუთზე რიცხვობრივი უპირატესობაც მოიპოვა. მსაჯმა რიკი პუჩზე უხეშობის შემდეგ წითელი ბარათი ალექს კვინტანილას უჩვენა. 

მეორე ტაიმში ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შემადგენლობა სრულად გამოცვალა და საბოლოოდ ამან შედეგიც მოიტანა.

მომდევნო შეხვედრას “ბარსელონა” 24 ივლისს, “ჟირონას” წინააღმდეგ გამართავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 22 ივლ 2021, 09:58
    #1

    ეს ერთი და სხვა მრავალი, ერთი ის დრო დააბრუნა, ეჭვი რო არ გვქონდა ხოლმე მოგებაზე.