პრესეზონის პირველ შეხვედრაში “ბარსელონამ” “ჟიმნასტიკი” ანგარიშით 4-0 დაამარცხა.
კატალონიელებმა მეტოქის გატეხვა და სათამაშო უპირატესობის გოლებში გარდასახვა მეორე ტაიმში შეძლეს.
მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გააკეთა:
“ეს პირველი ამხანაგური მატჩი იყო და ყველა ფეხბურთელმა 45 წუთი ითამაშა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის ტემპი ყველა მათგანმა იგრძნოს.”
“შედეგი დადებითია. ჩვენ ვდომინირებდით, ვაკონტროლებდით თამაშის მიმდინარეობას და მეტოქეს წნეხის ქვეშ ვაქცევდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისინი კაცნაკლულნი დარჩნენ. მომავალში აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე უნდა გავაკეთოთ.”
“ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქის ნახევარზე დარჩენილი სივრცეებით ვისარგლეთ. მანაი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდთან ადაპტაცია მაინც დასჭირდება.”
“კარგი თამაში იყო და ჩემთვის უჩვეულოდ ტრიბუნებზე ფანებსაც ვხედავდი. საბედნიეროდ, ყველაფერი წესრიგს უბრუნდება.”
“შტუტგარტთან” და “ზალცბურგთან” შეხვედრაში ფეხბურთელების მომზადებას ყველაზე უკეთ შევამოწმებთ. რამდენიმე დღეში დარჩენილი მოთამაშეებიც შემოგვიერთდებიან.”
“ბარსა” პრესეზონის მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 ივლისს, “ჟირონას” წინააღმდეგ გამართავს.