ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსის სანჩესის აგენტი ბარსელონაში ჩავიდა

ალექსის სანჩესის აგენტი ბარსელონაში ჩავიდა

 

იტალიური “უდინეზეს” ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის აგენტი, ფერნანდო ფელიცევიჩი ბარსელონაში ჩავიდა…

 

ყველაფერი უკვე იმისკენ მიდის, რომ ალექსის სანჩესი ცოტა ხანში კატალონიის “ბარსელონას” მაისურს მოირგებს. ცოტა ხნის წინ, “ბარსას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ სანჩესის ტრანსფერი დასკვნით ფაზაში შედის, ხოლო “უდინეზეს” პრეზიდენტის, ჯამპაოლო პოცოს შვილმა, გინო პოცომ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ჩილელი ფორვარდი მალე “ბარსაში” აღმოჩნდება.

 

თავად ფეხბურთელის აგენტი, ფერნანდო ფელიცევიჩი ახლა ბარსელონაში იმყოფება. როგორც ვარაუდობენ, ხუთშაბათს იგი კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბი ალექსის სანჩესის სანაცვლოდ 26 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, ხოლო გუნდის წარმატების შემთხვევაში ამ თანხას 11, ან 12 მილიონი ევრო დაემატება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში