“ბარსელონას” სარეზერვო გუნდის თავდამსხმელი, რეი მანაი, დიდი ალბათობით მიმდინარე ზაფხულში კლუბს დატოვებს. კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, არის შანსი, ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდეს.
A Bola-ზე დაყრდნობით Sport წერს, რომ “ბარსა” და პორტუგალიური “ფამალიკაუ” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჯერ ცნობილი არაა, როგორი ტიპის შეთანხმებაზეა საუბარი – იჯარა მოგვიანებით გამოსყიდვის ვალდებულებით თუ სრული ტრანსფერი.
“ბარსელონამ” ალბანელი ფეხბურთელი 2020 წლის იანვარში 2 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2023 წლამდე ვადით გაუფორმა. წინა 2 სეზონის განმავლობაში მან “ბარსა ბ-ში” 30 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა, ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება კი არ მისცემია.
ბევრგან დაწერეს უკვე, მაგრამ მეეჭვება.
ბრაიტვაიტის მოყვანას ეს დაეწინაურებინათ. საშუალო დონის გუნდში გაქაჩავს კარგი ბიჭია. 30 მატჩში 14 გოლი მშვენიერი სტატისტიკაა
ბრაიტვაიტის ტიპია ეს და ჯობდა ისევ ამისთვის მიეცათ დრო, პატარა ბიჭიც არაა და თუ წასვლა უნდა უნდა გაუშვან ალაბთ, ისიც ცოდოა და ის 17-18 წლის ბიჭები ვისაც ერევა და ადგილს ართმევს ბარსა ბ-ში
CHEPE,
ბაიერნში იყო ერთი პერიოდი და არაა განახლებული ეტყობა ინფორმაცია
რენატო სანჩესზე იწერება ბევრგან რატო არ დებთ.