workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოკიო 2020 – ბარსელონა ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენით მიდის

ტოკიო 2020 – ბარსელონა ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენით მიდის

სულ მალე, 23 ივლისს სტარტს ზაფხულის რიგით 32-ე ოლიმპიური თამაშები აიღებს. ოლიმპიადა მსოფლიოში ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიებაა და სასიამოვნოა, რომ “ბარსელონა” წელს ამ ღონისძიებაზე საკმაოდ ბევრი სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სპორტის 5 სხვადასხვა სახეობაში “ბლაუგრანას” 35 წარმომადგენელი ეყოლება.

ფეხბურთი

პედრი
პედრი

სპორტის მთავარ სახეობაში “ბარსას” 6 წარმომადგენელი ჰყავს. პედრი, ოსკარ მინგესა და ერიკ გარსია ესპანეთის მამაკაცთან ნაკრებში ითამაშებენ. “ბარსას” ქალთა გუნდის წევრები, ლიეკე მარტენსი, ფრიდოლინა როლფო და ჯოვანა კეირუში შესაბამისად ნიდერლანდებს, შვედეთსა და ბრაზილიას წარმოადგენენ.

ესპანეთი 22 ივლისს ეგვიპტეს, 25 ივლისს ავსტრალიას, ხოლო 28 ივლისს არგენტინას დაუპირისპირდება. ნიდერლანდების ქალთა ნაკრები შეხვედრებს ზამბიასთნ (21.07), ბრაზილიასთან (24.07) და ჩინეთთან (27.07) გამართავს; შვედეთი აშშ-სთან (21.07), ავსტრალიასთან (24.07) და ახალ ზელანდიასთან (27.07); ხოლო ბრაზილია ჩინეთთან (21.07), ნიდერლანდებთან (24.07) და ზამბიასთან (27.07).

კალათბურთი

ბოლმარო, აბრინესი
ბოლმარო, აბრინესი

როგორც ყოველთვის, ესპანეთის ნაკრებში “ბარსელონა” დიდი ძალებითაა წარმოდგენილი. კატალონიელების წარმომადგენლები პიერ ორიოლა, პაუ გასოლი და ალექს აბრინესი იქნებიან. ესპანელები ბოლო 3 ოლიმპიადას მედლის გარეშე არ ტოვებდნენ და ისინი წელსაც იმედიანად არიან. გამოკვეთილი ფავორიტი აშშ არის, მაგრამ ეს გუნდი დაუმარცხებელი ნამდვილად არაა.

ლეანდრო ბოლმაროს სახით “ბარსას” წარმომადგენელი ეყოლება არგენტინის ნაკრებშიც. არგენტინა ჯგუფში ესპანეთთან ერთად მოხვდა.

ხელბურთი

რაულ ენტრერიოსი
რაულ ენტრერიოსი

“ბარსელონას” ხელბურთის ტურნირზე 13 წარმომადგენელი ეყოლება, რაც რეკორდია. ორი მთავარი ფავორიტი ესპანეთი და საფრანგეთი სწორედ “ბლაუგრანას” ხელბურთელებითაა დაკომპლექტებული. ესპანეთში გონსალო პერეს დე ვარგასი, რაულ ენტრერიოსი, ალეიშ გომესი და ანხელ ფერნანდესი, ხოლო საფრანგეთში ლუდოვიკ ფაბრეგასი, დიკა მემი, ტიმოტეი ნ’გესანი და ლენვი რიჩარდსონი ითამაშებენ.

ბრაზილიის შემადგენლობაში მოხვდნენ ტიაგუს პეტრუსი და ჰანიელ ლანგარო, არგენტინაში ითამაშებს ლეონელ მასიელი, პორტუგალიაში ლუიშ ფრადე, ხოლო ეგვიპტეში ალი ზეინი.

ბალახის ჰოკეი

მიკი დელასი
მიკი დელასი

გამოცდილი მიკი დელასი ესპანეთის ახალგაზრდა ნაკრების დახმარებას შეეცდება.

მძლეოსნობა

დანარჩენი 11 სპორტსმენი მძლეოსნობაში გვყავს – 7 ქალი და 4 მამაკაცი.

სამმაგი ხტომა

იულიმარ როხასი

იულიმარ როხასი
იულიმარ როხასი

“ბარსელონადან” ოქროს მედლის მოგების ყველაზე დიდი შანსი ვენესუელელ სამმაგ მხტომელს აქვს, რომელმაც წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, გასულ წელს კი მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2020 წელს როხასი მსოფლიოს საუკეთესო მძლეოსნად დასახელდა.

ნუბია სოარესი

ასევე სამმაგ ხტომაში ცდის ბედს ბრაზილიელი ნუბია სოარესი. მისი მიზანი ფინალში მოხვედრა იქნება.

ნელსონ ევორა

მედლის კიდევ ერთი კანდიდატი. პორტუგალიელი სამმაგი მხტომელი, რომელმაც 2008 წელს ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ევროპის 2009 წლის ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მან ტრავმა ახლახანს მოირჩინა.

სირბილი ბარიერებით

ადრიან ბენი
ადრიან ბენი

ამ დისციპლინაში “ბარსას” 7 ესპანელი წარმომადგენელი ჰყავს – კაცებში სებასტიან მარტოსი (3000 მეტრი), პაბლო სანჩეს-ვალიადარესი (800 მეტრი) და ადრიან ბენი (800 მეტრი), ხოლო ქალებში ჟაელ-საკურა ბესტუე (200 მეტრი), აუარი ლორენა ბოკესა (400 მეტრი), კაროლინა რობლესი (3000 მეტრი) და რაკელ გონსალესი (20 კმ სიარული).

რაკელ გონსალესი
რაკელ გონსალესი

უროს ტყორცნა

ამ დისციპლინაში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს – ესპანელი ლაურა რედონდო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • CuleMan7
    schedule 18 ივლ 2021, 18:03
    #6

    პედრი? რა პედრი ეს ბიჭი გადაიწვება კაი 18 წლისაა და ასეთუისე აქვს ენერგია მაგრამ ჯერ მთელი სეზონი სასტარტოში ითამაშა მერე მთელი ევროპა და ახლა კიდე ოლიმპიადა? 😀 ხო არ ღადაობთ თქვენ

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2021, 09:23
    #5

    პედრი არ დაგავიწყდეთ, გამოწურეთ საბოლოოდ.

    ციტატა: Frenkie de Jong 21
    ეს რა კარგი მტყორცნელი გვყოლია smirk


    რაკელ გონსალესი უროს მტყორცნელი არ არის, 20 კმ-ზე დარბის.

  • Frenkie de Jong 21
    schedule 18 ივლ 2021, 00:09
    #4

    ეს რა კარგი მტყორცნელი გვყოლია smirk

  • Clever liar
    schedule 17 ივლ 2021, 22:54
    #3

    უროს სტყორცნაში გვყოლია ყველაზე მაგარი სპორცმენი, ნამდვილი ვეშაპი 😀

  • cruyff9
    schedule 17 ივლ 2021, 21:21
    #2

    ვერ გავიგე ავტორ ის ბოლო სპორტები ბარსასთან რა შუაშია?!)))))მაგეებშიც გვყავს გუნდები?

  • C.PC5
    schedule 17 ივლ 2021, 21:18
    #1

    იმედია მედლებით დაიტვირთებიან ბარსელონელებიც და ქართველებიც❤️❤️❤️💪💪💪