რადიოსადგურ RAC 1–ის ცნობითმ გუშინ ღამით, კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა სესკ ფაბრეგასს ესაუბრა.
წყაროს თუ დავეყრდნობით, 19 ივლისს, ღამით მისტერმა ფაბრეს დაურეკა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. პეპმა “არსენალის” კაპიტანს სთხოვა, რომ მოლაპარაკების ამ ეტაპის დროს მეტი თავდაჯერებულობა და სიწყნარე გამოეჩინა.
ამავე ინფორმაციის ცნობით, სესკ ფაბრეგასი ძალიან ნერვიულობს, იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ასე გაიწელა. მას არ სურს 31 აგვისტოს დაელოდოს, მისი ამჟამინდელი ოცნებაა, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერი” მაისური ძალზედ მალე მოირგოს



