2021 წლის კოპა ამერიკა არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომლის ფინალშიც ლიონელ სკალონის გუნდმა “მარაკანაზე” ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით დაამარცხა.
ახლა კი, ოფიციალურად ცნობილია აღნიშნული ტურნირის სიმბოლური გუნდი, რომელშიც ლიონელ მესი მოხვდა. მის გარდა, ჩემპიონი ქვეყნიდან ნახსენებ ნაკრებში ემილიანო მარტინესი, კრისტიან რომერო და როდრიგო დე პაული გახლავთ.
ამ მხრივ, მეორე ადგილზე ფინალისტი ბრაზილიაა – “სელესაო” 3 მოთამაშითაა წარმოდგენილი. თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ ჩილეს, ეკვადორს, პერუსა და კოლუმბიას.
იხილეთ სრული თერთმეტეული (4-3-3):
მეკარე: ემილიანო მარტინესი (არგენტინა);
მცველები: მაურისიო ისლა (ჩილე), კრისტიან რომერო (არგენტინა), მაკინიოსი (ბრაზილია), პერვის ესტუპიანიანი (ეკვადორი);
ნახევარმცველები: როდრიგო დე პაული (არგენტინა), კაზემირო (ბრაზილია), იოსიმარ იოტუნი (პერუ);
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), ნეიმარი (ბრაზილია), ლუის დიასი (კოლუმბია).
აწი ერთი ფასი აქვს მაგ ყველაფერს, მთავარია ლეოზე ვეღარ იტყვიან ნაკრებში უტიტულოაო. თუმცა მეტი რა უნდა ქონდეს: ახალგაზრდული მსოფლიო მარტომ მოიგო, ოლიმპიადაც მოიგო, მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია, კოპას გამარჯვებული; 3-ჯერ ვერცხლი და ერთხელ ბრინჯაო. ვისა აქვს ამაზე ბევრად მეტი ტიტულები. და აქ რო საკლუბო და პირადი რეკორდები ჩამოვთვალოთ როგორც ერთი დიდი ფეხბურთელი ამბობს ხოლმე, მარადონას ლეოს ტიტულების 2%-იც კი არა აქვსო.
ვინ გითხრა,რომ ტიაგო სილვამ საუკეთესო მცველის ტიტული მოიგო? არაფერიც არ მოუგია,ფეირ ფლეის ჯილდო გადასცეს 🙂
😁😁