ესპანურ გუნდს, კატალონიის “ბარსელონას” ძალიან სურს მისი აღზრდილი ნახევარმცველის, ფრანსესკ ფაბრეგასის შეძენა. ისინი ამას ბოლო 3 წელია ცდილობდნენ და მაინც ვერ მოახერხეს, ხოლო “ბლაუგრანას” მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კი დაადასტურა, რომ არც მისი კლუბი აპირებს დანებებას.
ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებით: ” წინა სეზონში ჩვენ ძალიან აქტიურად ვცდილობდით სესკ ფაბრეგასის შეძენას მაგრამ “არსენალი” , ძირითადად არსენ ვენგერი მას არ უშვებდა და ტრანსფერი ძალიან გაიწელა. ამ სეზონში ისინი შეიძლება დაგვთანხმდნენ, რაც ძალიან რეალურია. ჩვენ ახლა განვიხილავთ იმას, თუ რა ფასადაა შესაძლებელია ამ ტრანსფერის განხორციელება “
” ფეხბურთელის ფასი საკმაოდ დიდია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ტრანსფერის საქმე დავასრულოთ და სესკი გადმოვიბიროთ. ჩვენ ბოლო დღემდე ვიბრძოლებთ მისი გადმობირებისათვის, მე კი დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სესკი გააკეთებს ჩვენი გუნდისათვის ყველაფერს და “ბარსელონაში” გაწევრიანდება.”
” ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი ის რაც ჩაფიქრებული გვაქვს შეიძლება არ გამოვიდეს. შესაძლოა რომ ჩვენ ვერ მოვილაპარაკოთ ” არსენალთან”, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ფაბრეგასის გადმობირებისათვის ” – დაასრულა პეპმა.